საქართველოს პრემიერი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიემგზავრება

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად 21-22 იანვარს დავოსის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერთან ერთად მიემგზავრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს იანვრის ბოლოს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში 46-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 20-23 იანვარს ჩატარდება. ფორუმზე გლობალური ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმსჯელებენ მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ რთულ ვითარებაზე, აქედან გამოსვლის გზებსა და ნდობის აღდგენაზე.

დავოსის ხედი - Sputnik საქართველო
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

ქართული დელეგაცია დავოსის ფორუმში 21-22 იანვარს მიიღებს მონაწილეობას, განაცხადეს მთავრობის პრესსამსახურში.
ამ ეტაპზე ვიზიტის პროგრამა თანხმდება. უკვე ცნობილია, რომ პრემიერთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაემგზავრება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (ВЭФ, World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, აქტუალური ეკონომიკური საკითხების განსახილველად მსოფლიო ლიდერებსა და ბიზნესის „ვეშაპებს“ კრებს.

ყველა ახალი ამბავი
0