საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში მიემგზავრება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიკონგრეს ჰოლის შენობა დავოსში.
კონგრეს ჰოლის შენობა დავოსში. - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დავოსში 21-22 იანვარს დაგეგმილ ფორუმში. ვიზიტის მსვლელობისას პრემიერს თან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ახლავს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში ოთხშაბათს გაემგზავრება, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

 46 — ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 20-23 იანვარს გაიმართება. ფორუმზე გლობალური ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილ  რთულ სიტუაციას, ისაუბრებენ გამოსავალზე და ნდობის აღდგენაზე. 

ადმინისტრაციის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე — Eurasia and the Modern Silk Road სიტყვით გამოვა. ასევე, მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას" და "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „დავოსის ფორუმმა შესაძლოა საქართველოს ახალი პროექტები მოუტანოს“

დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან — მათ შორის, BP, Tata Sons Ltd, Lazard-ი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკისა და EBRD-ის პრეზიდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, მათ შორის, შვეიცარიის კონფედერაციის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყაზახეთისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს. 

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.


ყველა ახალი ამბავი
0