ექსპერტი: ლარის კურსის ვარდნა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ გამოიწვია

© https://www.facebook.com/nbg.gov.ge/ეროვნული ვალუტა
ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელიავას განმარტებით, ლარის კურსის ვარდნა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე შექმნილმა პანიკურმა განწყობებმა განაპირობა, რომელიც ადგილობრივ ინვესტორებზეც გავრცელდა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ეროვნული ვალუტის — ლარის ვარდნა რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია, მათ შორის ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ, ვარაუდობს ექსპერტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში ლია ელიავა.
ლარის გაუფასურების ახალი ეტაპი მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, რის შედეგადაც ლარის კურსი 2%-ით დაეცა. 2016 წლის 22 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,4445 GEL/$1 ოდენობით დადგინდა.

საწვავი, ბენზინი. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
აფბა:„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება ლარზე ნეგატიურად აისახება“

„ლარის კურსის ვარდნა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე შექმნილმა პანიკურმა განწყობებმა განაპირობა, რაც ადგილობრივ ინვესტორებზეც გავრცელდა. შესაბამისად, ხდება როგორც ლარის კონვერტაცია უცხოურ ვალუტასთან, ისე შემოსული უცხოური ინვესტიციების ქვეყნიდან გადინება, ასევე, ადგილობრივ ბიზნესმენებს თავისი კაპიტალი ქვეყნიდან თანდათანობით გააქვთ. ანუ, იგივე მოვლენები ვითარდება, რაც 2014 წლის ნოემბერში მოხდა, რამაც გამოიწვია კიდეც ვალუტის კურსის ვარდნის დაწყება. თუ ეს პროცესები გაგრძელდება და ქვეყნიდან კაპიტალის გადინება უფრო გაძლიერდება, შესაბამისად, ლარის კურსი კიდევ უფრო დასუსტდება“, — განაცხადა ელიავამ.

ექსპერტის აზრით, არის სამი ძირითადი მეთოდი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარი ვარდნას განაგრძობს და ნამდვილად მიუახლოვდება ნიშნულს — 3 ლარი ერთი დოლარისთვის და გასცდება კიდეც მას“.

„პირველი მეთოდი — ეს სავალუტო ინტერვენციაა, რომელიც კომერციულ ბანკებში ვალუტის უკმარისობის შევსებას გულისხმობს. მეორე — ადმინისტრაციული წესით კაპიტალის გადინების შეზღუდვაა, ანუ ქვეყნიდან კაპიტალის „გაქცევის“ შეჩერება. მესამე მნიშვნელოვანი მეთოდი — ეს ფსიქოლოგიური მეთოდია, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ არაფერი ცუდი არ ხდება — დახუჭეთ თვალები და ენდეთ საკუთარ მთავრობას“, — განაცხადა ელიავამ.

რუსეთის ფინანსთა ექსმინისტრი ალექსეი კუდრინი - Sputnik საქართველო
კუდრინი რუბლის დასუსტებას დროებით მოვლენად მიიჩნევს

თუ ეროვნული ვალუტის ვარდნა გაგრძელდება, ეს ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს და ზრდაზე საუბარი ზედმეტი იქნება, მიიჩნევს ექსპერტი.

„ეს კატასტროფულად აისახება როგორც მოსახლეობაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგანაც ეს ინფლაციის მაჩვენებელს გაზრდის. ანუ, ფასების დონე გაიზრდება, შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავალი უფრო გაუფასურდება, რადგანაც ლარის მსყიდველობითი უნარი დავარდება, მოსახლეობაც გაღარიბდება“, — განაცხადა ელიავამ.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე არ აისახება

მისი თქმით, მთავრობამ ბიზნესისთვის გარკვეული შეღავათების ამოქმედების პროგრამა დაიწყო, რაც, შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯებს შეამცირებს.

„ესე იგი, თუ ბიუჯეტს სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა არ ექნება, შესაბამისად, ბიზნესიც არ გაზრდის ხელფასებს. ხოლო გაზრდილი ფასებისა და უცვლელი  შემოსავლების პირობებში, მოსახლეობას გადასარჩენად მეტის დახარჯვა მოუწევს და შესაბამისად, უფრო მეტად გაღარიბდება“, — განაცხადა ელიავამ.

სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ეროვნული ვალუტის მცურავი რეჟიმის შენარჩუნებას აპირებს, რაც არსებულ რეალობაში ქვეყნისთვის ყველაზე მისაღებია.

ყველა ახალი ამბავი
0