კუდრინი რუბლის დასუსტებას დროებით მოვლენად მიიჩნევს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფინანსთა ექსმინისტრი ალექსეი კუდრინი
რუსეთის ფინანსთა ექსმინისტრი ალექსეი კუდრინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობის გაიაფების კვალდაკვალ, 21 იანვარს რუბლის კურსი ძლიერ დაეცა. ევროს კურსმა 92 რუბლს, დოლარისამ კი 84 რუბლს გადააჭარბა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსეი კუდრინი რუბლის დასუსტებას დროებით მოვლენად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი კურსი კვლავ დაუბრუნდება ძველ პოზიციებს, როგორც ეს 2014 წლის დეკემბერში მოხდა.

„ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და, რაღა თქმა უნდა, რუბლი თავის რაღაც პოზიციებს დაუბრუნდება, როგორც ეს 2014 წლის დეკემბერში იყო“, — განაცხადა კუდრინმა Business FM–თან ინტერვიუში. 

ხუთშაბათს, 21 იანვარს რუბლის კურსი ძლიერ დაეცა. ევროს კურსმა 92 რუბლს, დოლარისამ კი 84 რუბლს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0