DWN: მსოფლიო ახალი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიკუპიურა
კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკა 2008 წლის მასშტაბების რეცესიასთან ახლოსაა. ეკონომიკის ხანგრძლივ დაცემას შესაძლოა წინასწარ გაუთვლელი შედეგები მოჰყვეს.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ფინანსური ბაზრის წევრებისთვის 2016 წლის პირველი სამი კვირა მძიმე გამოდგა — ეს ბოლო რამდენიმე ათწლეულში ყველაზე ცუდი წლის დასაწყისი იყო. გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის მქონე ფაქტორების ანალიზი აჩვენებს, რომ მოსალოდნელია მასშტაბური რეცესია, — წერს Deutsche Wirtschafts Nachrichten.

ძალიან ბევრი მაჩვენებელი მიუთითებს ეკონომიკის ხანგრძლივ დაცემაზე, რომელიც განსაკუთრებულად შეეხება მრეწველობას, — აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ქართული ლარი - Sputnik საქართველო
ლარის კურსის ვარდნა ჯერ არ დასრულებულა

რეცესიის ერთ–ერთი სერიოზული ფაქტორია ძლიერი დოლარი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ამერიკული კორპორაციების საზღვარგარეთული ფილიალებისა და ასევე ექსპორტიორი კომპანიების მოგებას. ფედერალური ბანკის სავალუტო პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება ასევე გვევლინება საფონდო ბაზრის დაცემის მიზეზად. 

გამოცემა წერს, რომ დამდეგ კრიზისზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინეთმა. ქვეყნის მთავრობის ნაბიჯებმა ფინანსურ სფეროსა და სააქციო ბაზარზე უნდობლობის გიგანტური ტალღა ააგორა და ჩახლართულმა, გაუაზრებელმა საბაზრო ინტერვენციამ ჩინური ეკონომიკის „უხეში დაჯდომის“ საფრთხე წარმოშვა.

 

რეცესიის საფინალო აკორდად იქცევა ნავთობზე ფასების ვარდნა, რომლის გლობალური ჭარბწარმოება კიდევ უფრო გაძლიერდება ირანისთვის სანქციების მოხსნისა და ასევე ამერიკული ნედლეულის ექსპორტზე გატანის განახლების შემდეგ, — წერს გამოცემა.
ეს ფაქტორები ერთობლივად ქმნის იმგვარ ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც გარდაუვლად მიექანება 2008 წლის მასშტაბების მქონე რეცესიისკენ, თუმცა მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუთვალისწინებელი აღმოჩნდეს, — ასკვნის პუბლიკაციის ავტორი.

ყველა ახალი ამბავი
0