ოპერაცია სირიაში: უთანხმოება გამარჯვებას აყოვნებს

გამოწერა
სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი სირიაში არსებულ ვითარებას აფასებს და განმარტავს, რატომ ვერ ხერხდება „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხება.

ვიქტორ ლიტოვკინი, სამხედრო მიმომხილველი
სპეციალურად Sputnik-ისთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის თაობაზე მორიგი ანგარიში წარმოადგინა. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, ბოლო ოთხი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაციამ 157 საბრძოლო გაფრენა შეასრულა, სარაკეტო დარტყმებით დაამუშავა ტერორისტების კუთვნილი 579 ინფრასტრუქტურული ობიექტი და გაანადგურა: იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები, სამხედრო ტექნიკა, ბოევიკთა საველე ცენტრი, საცხებ-საპოხი მასალების საწყობები, ნავთობგადამამუშავებელი სადგურები და  ნავთობის ცისტერნების ქარავანი, რომელიც სახელმწიფოსთვის მოპარული ნავთობით მეზობელი თურქეთისკენ მიემართებოდა.

ისლამური სახემლწიფოს მებრძოლები - Sputnik საქართველო
მედია: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები მოკლეს

ამას გარდა, რუსეთის სარდლობამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სირიაში ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება.
რუსეთის სამხედრო ავიაციისა და სამხედრო საზღვაო ძალების დახმარებამ სირიის სამთავრობო არმია, რასაც ჰქვია, მხრებში გაშალა და ის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა, რის შედეგადაც რადიკალების მიერ მიტაცებული ტერიტორიების მეოთხედზე მეტი გაათავისუფლა. სირიის არმია ახლაც წარმატებით განაგრძობს შეტევებს პალმირის, რაკისა და ალეპოს მიმართულებით.
კბილებში გამოცრილი აღიარება

რუსეთის სამხედრო დაჯგუფების წარმატება სირიაში იძულებით ცნეს შეერთებულ შტატებში. მაგალითად, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის სარდალთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, როგორც ამას „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე გაფრენისას, თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერაცია სირიაში ეხმარება სირიის სამთავრობო არმიას“. ამერიკელი გენერლის შეფასებით, სირიის არმიამ ძალთა კონსოლიდირება და პოზიციების განმტკიცება მოახერხა იმ რაიონებში, რომლებსაც მოწინააღმდეგე მანამდე აქტიურად უტევდა.  სირიის მთავრობა „უწინ უარესზე უარეს პოზიციაზე იყო, ახლა კი რეჟიმის პოზიცია გაუმჯობესდა“, — დაასკვნა დანფორდმა.

ბაღდადი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა უფრო გამწვავდეს

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ Los Angeles Times ამ დღეებში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ექსპერტები აფიქსირებენ მოსაზრებას, რომ  რუსეთის საავიაციო ოპერაციამ სირიაში კარდინალურად შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში და თანაც, არა აშშ-ის სასარგებლოდ. გაზეთი წერს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ საუბრობდა არმიის „დამამცირებელ მარცხზე“, რომელიც იძულებული ხდებოდა, უკან დაეხია. მაგრამ საქმეში რუსეთის ჩარევის შემდეგ ვითარება ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა და ყველაზე მძვინვარე ისლამისტი ბოევიკებიც კი იძულებულები გახდნენ, სირიიდან გაქცეულიყვნენ.
გამოცემა იუწყება, რომ ექსპერტების აზრით, სამთავრობო არმიას ამგვარი წარმატების მიღწევა მხოლოდ რუსეთის წყალობით შეეძლო, რომელიც 30 სექტემბრიდან განუწყვეტლივ უტევს „ისლამური სახელმწიფოს“  პოზიციებს.
სტატიის ავტორს ახლოაღმოსავლური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ჯოშუა ლენდისის სიტყვები მოჰყავს, რომ ასადი იმარჯვებს, ვინაიდან რუსულმა ავიაციამ სირიაში მოვლენების დინამიკა მთლიანად შეცვალა და სამთავრობო ძალებს მძლავრი სტიმული მისცა.
გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსული ავიაციის მოქმედება სირიაში სულ უფრო  ძლიერი და ეფექტური ხდება.
Los Angeles Times-ის აზრით, ჟენევაში სირიის საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების დაწყებამდე, რუსეთის დახმარებით ასადის სამხედრო წარმატებები საბოლოოდ გაამყარებს ოფიციალური დამასკოს პოზიციებს. რაც მას ოპოზიციისთვის საკუთარი პირობების კარნახის საშუალებას მისცემს.
უკვე ახლა ჩანს, რომ აშშ-მა და საერთაშორისო კოალიციის წევრმა სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მანამდე ასადის დაუყოვნებლივ და უპირობო გადადგომას მოითხოვდნენ,  უარი თქვეს საკუთარ მოთხოვნათა ნაწილზე და სირიაში ასადის მონაწილეობით გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაეთანხმნენ.
ამავდროულად, სირიის ამჟამინდელი ლიდერის სავარაუდო წასვლის ვადები თანდათან უფრო „იდღაბნება“. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ თუ სირიელი ხალხი მოისურვებს, ბაშარ ასადს სრული უფლება აქვს  მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
კოალიცია 65 + 1

სამწუხაროდ, 65 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, ასეთი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. არა იმიტომ, რომ ამერიკელ მფრინავებს საამისოდ ძალა ან საბრძოლო ტექნიკა არ გააჩნიათ. ეს ასე არ არის— მათ ძალაც ჰყოფნით და ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავებიც ჰყავთ. აი სირიის „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან გაწმენდა კი არ გამოსდით, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ხელს არავინ უშლით. უფრო მეტიც, რუსი და ამერიკელი მფრინავების სამუშაო ზონები, გამომდინარე ერთობლივი შეთანხმებიდან, გამიჯნულია.

წვრთნა და კონცერტი: სირიელ მოხალისეებს ISIS-თან ბრძოლას ასწავლიან - Sputnik საქართველო
წვრთნა და კონცერტი: სირიელ მოხალისეებს ISIS-თან ბრძოლას ასწავლიან

პრობლემა ისაა, რომ რუსეთსა და აშშ-ს ამ ოპერაციაში სხვადასხვა მიზნები აქვთ. მოსკოვი სირიას, კანონიერი მთავრობის თხოვნის საფუძველზე, ტერორისტებთან ბრძოლაში, ბოევიკებისგან სირიის გათავისუფლებაში ეხმარება. ვაშინგტონი კი სირიაში სამოქალაქო ომის და წყების დღიდან მხარს უჭერს იმ ძალებს, რომლებიც იარაღით ხელში ებრძვიან პრეზიდენტ ბაშარ ასადს. და რამდენადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებიც ასევე იბრძოდნენ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამერიკული ავიაციის მიერ მათი პოზიციების დაბომბვა უფრო იმიტაციურ-საჩვენებელი ხასიათისა იყო, ვიდრე შედეგიან-ეფექტური.
ამასთან, შეერთებული შტატები არანაირად არ რეაგირებდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი მოკავშირეების — თურქეთისა და საუდის არაბეთის, ყატარისა და ქუვეითის ნაბიჯებზე, რომლებიც, ასე თუ ისე, მხარს უჭერდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“. ანკარა კი, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, სულაც ბომბავდა თავის მოსისხლე მტრებს — ქურთებს — და ისლამისტებისგან ლამის კაპიკებში ყიდულობდა სირიულ ნავთობს. უფრო მეტიც, ბოევიკებს საკუთარ ჰოსპიტალებში მკურნალობდა და თვალსაც ხუჭავდა  თურქეთის საზღვრის გავლით შეიარაღებული ბანდიტური ფორმირებისთვის მარაგის მიწოდებაზე.

ამ წინააღმდეგობრივი და დესტრუქციული პოზიციების შედეგები ცნობილია. სირიაში ომი მეხუთე წელია გრძელდება. ბაშარ ასადის ჩამოგდება ვერ ხერხდება. ოპოზიცია ვერა და ვერ თანხმდება ერთიან პოზიციაზე და ნაწილობრივ სამთავრობო ძალების მხარესაც კი გამოდის. ვერც შუამავლები — განსაკუთრებით, რუსეთი და აშშ — ახერხებენ ერთობლივი პლატფორმის შემუშავებას. იმის მიუხედავადაც კი, რომ მათ ამისკენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია და ჟენევის შეთანხმება მოუწოდებს.

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
ექსპერტები: განათლება ISIS-თან ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს

მშვიდობის დამყარებით დაინტერესებული ყველა ძალის შეხვედრის საკითხიც კი ვერ გვარდება. იქნებ იმიტომ, რომ ამას ხელს ვაშინგტონის ადმინისტრაციის ქედმაღლური პოზიცია უშლის ხელს, რომელსაც არ სურს, ან არ შეუძლია აღიაროს საკუთარი შეცდომები და სერიოზულად იმუშაოს მოკავშირეებთან — მოსთხოვოს მათ უარი თქვან „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ნებისმიერი დახმარების გაწევაზე?  ან იქნებ სირიის ოპოზიციაში არსებული სხვადასხვა ჯგუფების ამბიციები და რეალური ლიდერის არარსებობა უშლის ამას ხელს, რომელიც შექმნილი კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალს შესთავაზებდა ქვეყანას და ცეცხლის შეწყვეტასაც მიაღწევდა.
შეკითხვები კვლავ ღიად რჩება. სირიაში ერთი დაბომბვით კი — რუსული თვითმფრინავებიდან იქნება ეს თუ ამერიკული — „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება არ გამოდის.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას.

ყველა ახალი ამბავი
0