მედია: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები მოკლეს

© voenkor.info"ისლამური სახემლწიფოს" მებრძოლები
ისლამური სახემლწიფოს მებრძოლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მედიის ინფორმაციით, სირიაში რამზან ფარეულიძე და მუხმად თურქოშვილი მოკლეს, რომლებიც დაახლოებით ერთი წელია, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდნენ.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სირიაში ორი პანკისელი მოკლეს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ, იუწყება სააგენტო „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ორშაბათს, 18 იანვარს.

ივნისში პანკისის ხეობაში ქართულმა სპეცსამსახურებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სალაფიტი იმამი აიუბა ბორჩაშვილი, რომელმაც ახმეტის რაიონის ახალგაზრდების რადიკალიზაციაში დიდი როლი შეასრულა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ უმარ აშ-შიშანი საქართველოს მკვიდრი თარხან ბათირაშვილია.

აფეთქების ადგილი სტამბოლში. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
ექსპერტი „თურქეთის ტერაქტი ჩვენი სპეცსამსახურებისთვის ანალიზის საგანი უნდა გახდეს“

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი მოკლული — 24 წლის რამზან ფარეულიძე სირიაში ერთი წლის წინ გაემგზავრა, მანამდე თელავის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მესამე კურსზე სწავლას თავი დაანება. 2015 წელს პანკისის ხეობიდან სირიაში მას საცოლე – 20 წლის გოგონა ჩაუყვანეს. მეორე მოკლული 22 წლის მუხმად თურქოშვილია. სააგენტოს ცნობით, ისიც, ფარეულიძის მსგავსად, სირიაში ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე ის ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. თურქოშვილს დარჩა ცოლი და ბავშვი.

სააგენტო „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ასევე აქვეყნებს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს მებრძოლი და სირიაში მოკლული საქართველოს მოქალაქეების სიას. ფარეულიძისა და თურქოშვილის გარდა, სირიაში სხვადასხვა დროს დაიღუპნენ: თურფალ ბორჩაშვილი, იბრაჰიმ ცათიაშვილი, დავით სვიაკაური, ისრაფილ ცათიაშვილი, ჯაბრაილ ცათიაშვილი, გურამ გუმაშვილი, ბესო კუშტანაშვილი, რუსლან მაჩალიკაშვილი, ხალიდ აჭიშვილი, ჰამზათ აჭიშვილი, აბდულ-მალიქ მუთოშვილი და რუსტამ გელაევი.

სამხედრო სწავლებები პანკისში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „პოლიტიკური ისლამი კავკასიაში ფეხს აქტიურად იკიდებს“

„ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის. სამი წლის განმავლობაში მან სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო და თავისი გავლენის გაფართოებას მომავალში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გეგმავს.
სხვადასხვა შეფასებებით, ისლამური სახელმიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათას კვადრატულ კილომეტრამდეა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 50–დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს. საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50 მდე ქართველი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0