თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თურქეთის ტერაქტი საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ანალიზის საგანი უნდა იყოს, რადგან გლობალური ტერორიზმს სამწუხაროდ საზღვერები არა აქვს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ალადაშვილმა.
"ვინ აიღებს თავის თავზე ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობას, ეს ერთია ხოლო ვის აწყობს- მეორე. თურქეთის ტერაქტის შედეგად ყველაზე მეტად დასავლელი ტურისტები დაზარალდნენ და ეს შეგნებულად მოხდა, რადგან ტურიზმი თურქეთის ეკონომიკის სერიოზული წყაროა,“- თვლის ირაკლი ალადაშვილი.
ექსპერტის თქმით, ძალიან დიდი მათი სია, ვინც შეიძლება "ისლამური სახელნწიფოს" გარდა თურქეთის ტერაქტის უკან იდგეს. აქ არ შეიძლება არც ქურთთა ფაქტორის გამორიცხვა და არც რუსეთის ინტერესების, რომელსაც საკმაოდ დიდი ოპერატიულ-აგენტურული რესურსები აქვს თურქეთში და რომლის ინტერესში უკვე რამდენიმე თვეა თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაცია შედის.
ძლიერი აფეთქება მოხდა სტამბოლის ტურისტულ რაიონში სულტანახმედის მოედანზე სამშაბათს დილას. დაიღუპა 10 ადამიანი, 15 დაჭრილია. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელ ტერორისტს განეხორციელებინა. აფეთქების ყველა მსხვერპლი უცხოელია — 8 გერმანიის მოქალაქე და ერთი — პერუს. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. თურქეთის პოლიციამ 59 ადამიანი დააკავა ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინციებში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით.