მედია: სტამბოლში მომხდარი ტერაქტის 10 მსხვერპლიდან 9 გერმანიის მოქალაქეა

© AP Photo / Lefteris Pitarakisაფეთქების ადგილი სტამბოლში
აფეთქების ადგილი სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი აფეთქება მოხდა სამშაბათს დილას სულთანახმედის მოედნის სიახლოვეს ტრამვაის გაჩერებასთან, მაშინ, როცა იქ ტურისტთა ჯგუფი იმყოფებოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს დაღუპულთა შორის გერმანიის მოქალაქეების ყოფნას.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სტამბოლში მომხდარი ტერაქტის 10 მსხვერპლიდან — 9 გერმანიის მოქალაქეა, იტყობინება სამშაბათს საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости გერმანულ ტელეარხ N-24-ზე დაყრდნობით. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა. ტელეარხის ცნობით, თურქეთის პრემიერმა ახმედ დავუტოღლუმ უკვე დაურეკა ანგელა მერკელს და მიუსამძიმრა. 

ძლიერი აფეთქება მოხდა სამშაბათს დილას სულთანახმედის მოედნის სიახლოვეს ტრამვაის გაჩერებასთან, მაშინ, როცა იქ ტურისტთა ჯგუფი იმყოფებოდა. ხელისუფლების მონაცემებით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. მათი უმრავლესობა  უცხოელია. თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ აფეთქება თვითკვლელმა ტერორისტმა განახორციელა სირიიდან. თურქეთის ხელისუფლებამ აკრძალა სტამბულში მომხდარი ტერაქტის მედიაში გამოქვეყნება. 


ყველა ახალი ამბავი
0