თურქეთში ტერაქტისშემდგომი სპეცოპერაციისას რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ანტალია
ქალაქი ანტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტალიაში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეების დაკავების მიზეზები დგინდება.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ანტალიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას, რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

თურქეთის მედიით გავრცელებული ეს ინფორმაცია ანტალიაში მდებარე რუსეთის გენერალურმა საკონსულომაც დაადასტურა.

აფეთქება სტამბოლში

12 იანვარს სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედნის სიახლოვეს, ეგვიპტურ ობელისკთან მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. დაიღუპა 10 ადამიანი — აქედან, სულ ცოტა, 8 — გერმანელი ტურისტი, დაიჭრა 17 კაცი, რომელთაგან 11 ჯერ ისევ საავადმყოფოებში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში.  დაჭრილთაგან 9 ასევე გერმანიის, ერთი — ნორვეგიისა და ერთიც პერუს მოქალაქეა.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, „ისლამური სახელმწიფო“ კავკასიაში გააქტიურდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. პრემიერ–მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს  თქმით კი, ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი გახლდათ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფქან ალამ განაცხადა, რომ დაკავებულია ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთი პირი.

სპეცსამსახურების სპეცოპერაცია

თურქულმა სპეცსამსახურებმა ტერაქტის მოხდენისთანავე წამოიწყეს ოპერაციები ქვეყნის მთელ რიგ პროვინციებში „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების წინააღმდეგ, რა დროსაც 70–ზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქედან 17 – ანკარაში.

თურქული მედია იუწყება, რომ სპეცოპერაციისას ანტალიაში რუსეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.

როგორც სააგენტო Anadolu წერს სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, სპეცოპერაცია ანტალიაში წინასწარ შემჩნეულ მისამართებზე ჩატარდა. საკუთარ სახლებში დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომელთა  ვინაობა არ სახელდება და რომლებიც, სააგენტოს ინფორმაციით,  ეჭვმიტანილები არიან „ტერორისტული ორგანიზაციისთვის ლოგისტიკური დახმარების გაწევაში“. 

„ჩვენ ვადასტურებთ რუსეთის ფედერაციის სამი მოქალაქის დაკავების ფაქტს. მათი დაკავების მიზეზები ზუსტდება“, — უთხრა  რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის გენერალურმა კონსულმა ანტალიაში ალექსანდრ ტოლსტოპიატენკომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას  განცხადებით, მოსკოვი ამოწმებს თურქული მხარის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ანტალიაში დაკავებულმა რუსებმა რუსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტზე უარი განაცხადეს. 

„უცხოეთის განხრით მომუშავე სახელმწიფო უწყებები, თურქეთში რუსეთის სამი მოქალაქის დაკავების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, ვითარებაში გარკვევის მიზნით, თურქეთის ხელისუფლებას დაუკავშირდნენ. თურქი პოლიციელების მიერ შედგენილი ოქმების თანახმად, დაკავებულებმა უარი განაცხადეს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლობებთან კონტაქტზე. ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და ასევე მათი დაკავების გარემოებებს“, — თქვა მან.

ერდოღანი: სტამბოლის ცენტრში აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა - Sputnik საქართველო
ერდოღანი: სტამბოლის ცენტრში აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა

ანტალიის პოლიციამ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეების დაკავების დეტალების გახმაურებაზე და განაცხადა, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ამგვარი ინფორმაციის გაცემა — ეს საიდუმლო ინფორმაციაა“, — თქვა პოლიციის თანამშრომელმა.

თურქულმა სააგენტომ Dogan გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ გამოყავთ შენობიდან ადგილობრივ სამართალდამცავებს ხელბორკილდადებული, კაპიუშონებით სახედაფარული სამი ადამიანი — სავარაუდოდ, ანტალიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები, და როგორ სხამენ მათ მიკროავტობუსში.

ყველა ახალი ამბავი
0