თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ კავკასიაში მარტში გააქტიურდება, — განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ 12 იანვარს სტამბოლში მომხდარი ტერაქტის კომენტირებისას.
მძლავრი აფეთქება სტამბოლის ტურისტულ რაიონში, სულთანაჰმეთის მოედნის სიახლოვეს მოხდა. დაიღუპა ათი და დაიჭრა თხუთმეტი ადამიანი. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრეზიდენტ ერდოღანის ვარაუდით, აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ქვეყნის პრემიერ–მინისტრ აჰმეთ დავითოღლუს მიაჩნია, რომ აფეთქება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის მოწყობილია.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ფართოვდება არასტაბილურობის რკალი ცენტრალური აზიისა და კავკასიის მიმართ, ვფიქრობ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ უკვე მარტიდან გააქტიურდება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქება, სამწუხაროდ, გვაძლევს მსგავსი პესიმისტური გამონათქვამების უფლებას“, — განუცხადა მაისაიამ Sputnik–ს.
ამასთან, საქართველოს მთავრობა ბოლომდე ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც ტერორისტებისგან მომდინარეობს და არც ის იცის, როგორ ებრძოლოს მათ, — დაამატა ექსპერტმა.