სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Арас Ахундов / გადასვლა მედიაბანკშიერ-რიადი, თურქეთი
ერ-რიადი, თურქეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბოლის ტურისტულ რაიონში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, აფეთქება შეიძლება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბევრი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაჭრილები, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

აფეთქების ეპიცენტრი ტრამვაის გაჩერების გვერდით იყო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, აფეთქება შეიძლება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპა|ჟებია მობილიზებული.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის გერმანელი ტურისტებიც არიან.

ყველა ახალი ამბავი
0