თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაჭრილები, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.
აფეთქების ეპიცენტრი ტრამვაის გაჩერების გვერდით იყო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, აფეთქება შეიძლება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპა|ჟებია მობილიზებული.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის გერმანელი ტურისტებიც არიან.