თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლის ცენტრში აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა და მწუხარება გამოთქვა ადამიანთა დაღუპვის გამო.
თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას წარმოშობით სირიელი თვითმკვლელი-ტერორისტის მხრიდან თავდასხმის კვალიფიცირება მიეცა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ათი გარდაცვლილი გვყავს, მათ შორის არიან თურქეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. მსურს მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო და გამოჯანმრთელება ვუსურვო მათ, ვინც აფეთქების დროს დაიჭრა“, — განაცხადა ერდოღანმა.
სტამბოლის ცენტრში სულთანაჰმეთის მოედანზე მომხდარი აფეთქებისას 15 ადამიანი დაიჭრა. ტრამვაის გაჩერებასთან, აფეთქების ადგილის ახლოს, გერმანელი ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა.
სულთანაჰმეთი — სულთანაჰმეთი ძველი სტამბოლის ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის. მოედანს სახელი მეჩეთ სულთანაჰმეთის მიხედვით ეწოდა, რომელიც ტურისტებისთვის უფრო ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი. სტამბოლის ეს ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.