აფეთქება სტამბოლის ტურისტულ ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედნის სიახლოვეს მოხდა. შედეგად დაიღუპა ათამდე ადამიანი და დაიჭრა 15. იხილეთ პირველი კადრები აფეთქების ადგილიდან.
მძლავრი აფეთქება სულთანაჰმეთის მოედანთან, ტრამვაის გაჩერებაზე მაშინ მოხდა, როდესაც იქ ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილი სასწრაფო დახმარების კარეტებითა და პოლიციის მანქანებითაა შემოსაზღვრული. იქვე იმყოფებიან გამნაღმველებიც.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებიათ, თუმცა, პოლიციის ვერსიით, შესაძლოა საქმე თვითმკვლელ ტერორისტთან გვქონდეს.
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაცია 10 გარდაცვლილისა და 15 დაჭრილის თაობაზე იუწყება, რომელთა შორის, მედიის ინფორმაციით, იყვნენ გერმანელი ტურისტებიც. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.
დაჭრილები და დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მათი მდგომარეობის შესახებ ასევე არაფერია ცნობილი.
სულთანაჰმეთი ძველი სტამბოლის ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის. მოედანს სახელი მეჩეთ სულთანაჰმეთის მიხედვით ეწოდა, რომელიც ტურისტებისთვის უფრო ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი.