თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა, რომელიც სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ძლიერი აფეთქება სამშაბათს დილით სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე, ტრამვაის გაჩერების გვერდით მოხდა. ამ დროს იქ ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. ხელისუფლების მონაცემებით, დაიღუპა სულ ცოტა 10 ადამიანი, ხოლო 15 — დაიჭრა. მოედანი პოლიციითაა გარშემორტყმული, ადგილზე მობილიზებულნი არიან გამნაღმველები. პოლიციის წინასწარი ვერსიით, აფეთქება, შესაძლოა, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
„მტკიცედ ვგმობ სულთანაჰმეთის მოედანზე მომხდარ ტერაქტს, რომელიც სირიული წარმოშობის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ჯერჯერობით ათი დაღუპულია, მათ შორის არიან თურქეთის მოქალაქეები და უცხოელები, 15 ადამიანი დაჭრილია“, — განაცხადა ერდოღანმა ანკარაში თურქი დიპლომატების წინაშე გამოსვლისას.