ექსპერტი: „პოლიტიკური ისლამი კავკასიაში ფეხს აქტიურად იკიდებს“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო სწავლებები პანკისში
სამხედრო სწავლებები პანკისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა არეშიძის თქმით, ადრე თუ პრობლემები მხოლოდ პანკისში იყო, ახლა ისინი აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებშიც გვაქვს.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მომდინარე სენი, რომელსაც პოლიტიკური ისლამი ქვია, ძალიან აქტიურად იკიდებს ფეხს კავკასიაში და შესაბამისად საქართველოში, განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ. 

„საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ისლამთან საბრძოლველად გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ეს გაშვებული შესაძლებლობები რამენაირად აინაზღაუროს და მოვლენებს არ ჩამორჩეს“-აღნიშნა მამუკა არეშიძემ. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პანკისის ხეობაში ISIS–ის ბოევიკები არ აღმოუჩენია

ექსპერტის თქმით, ადრე თუ  პრობლემები მხოლოდ პანკისში იყო, ახლა ისინი აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებშიც გვაქვს.  

„მართალია საქართველო არ არის გეოპოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ ცდილობს იყოს რეგიონული მოთამაშე. ამავე დროს, არსებობენ ქვეყნები და ორგანიზაციები, რომელთაც ისლამის მეშვეობით კავკასიაში თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევა უნდათ. მსხვილი ქვეყნის პოლიტიკური მიზნები და ამოცანები კი არასდროს არ არის ორიენტირებული რეგიონის კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებზე“-აღნიშნა მამუკა არეშიძემ. 

„პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლა ძალიან რთულია“- თვლის ექსპერტი. 

მისივე თქმით, პოლიტიკური ისლამის მიმდევრებმა სერიოზული მხარდაჭერა აზერბაიჯანშიც მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით ავტორიტარული ქვეყანაა, ოფიციალური ბაქოს შერფასებით პოლიტიკური ისლამის მიმდევრებს მათთან 40 000-მდე  მხარდამჭერი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0