ექსპერტები: განათლება ISIS-თან ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს

© Sputnik / STRINGER"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვისა და ცენტრალური რეგიონის მუფთის აზრით, მუსლიმი ახალგაზრდები, განსაკუთრებით შრომითი მიგრანტების წრიდან გამოსულები, იატაკქვეშა მეჩეთებსა და რადიკალი მოძღვრების ყურადღების ცენტრში ხვდებიან.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა მხოლოდ იარაღით კი არა, კონტრპროპაგანდის, განათლების, ახალგაზრდებთან მუშაობის გზითაც უნდა წარმოებდეს, — მიაჩნიათ ექსპერტებს, რომლებიც მედიასაინფორმაციო სააგენტო „რასია სივოდნიაში“ კრებულის „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე: ეროვნულ–რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები“ პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ. 

რბილი ძალა

„როსია სეგოდნიაში“ გამართულ მრგვალ მაგიდაზე ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა დაეკისროს საგანმანათლებლო საქმიანობას — როგორც ექსტრემისტთა პოტენციური მომხრეების, ისე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართულებით. 

ეთნოპოლიტიკური და რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა ვლადიმირ მუკომელმა ანიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდის გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ახალგაზრდობა ექცევა.  

„ახალგაზრდობა მეტად მგრძნობიარეა. ის  ზედმეტად  აგრესიულად რეაგირებს სოციალური უსამართლობის გამოვლენაზე. რუსულ საზოგადოებაში არსებობს ასეთი მოთხოვნა. და სამწუხაროდ, ეს პრობლემად რჩება, რომელიც ახალგაზრდების ნაწილს რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებს“, — ვარაუდობს იგი. 

ისლამური სახემლწიფოს მებრძოლები - Sputnik საქართველო
მედია: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები მოკლეს

მუკომელის აზრით, მუშაობა საჭიროა სამართალდამცავებთანაც. „მუსლიმი ახალგაზრდობა ძალიან ხშირად ეჯახება პოლიციის რიგითი თანამშრომლების მხივ გამოვლენილ არაადეკვატურ ნაბიჯებს. ჩვენთვის ცნობილია შემთხვევები, როცა პოლიცია ჩექმებით შეჭრილა მეჩეთებში და ა.შ. პოლიციის თანამშრომლებში საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარებაა საჭირო“, — მიაჩნია ექსპერტს. 

„ხელისუფლება ყოველთვის ისწრაფვის მოძებნოს მარტივი და გასაგები გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს ყოველთვის ეფექტური არ არის. განადგურება, ნგრევა — ეს ხაფანგია. იდეებთან ბრძოლა ძნელია. აქ სხვა, განსაკუთრებულად დახვეწილი მეთოდებია საჭირო. მეტად აუცილებელია ეგრეთ წოდებული, რბილი ძალის მარჯვედ გამოყენება“, — აღნიშნა მან. 

მუკომელი მიიჩნევს, რომ მუშაობა უნდა დაიწყოს რეგიონებში, ლოკალურ, ადგილობრივ დონეზე: „აშკარაა, რომ… საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების განათლებითაც დავკავდეთ“.  

მამხილებელი მასალები 

დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდის ექსპერტის, დენის ტელეშევის აზრით, მუშაობის ეფექტურ საშუალებად შესაძლოა იქცეს საინფორმაციო მასალების მომზადება, რომლებიც ამხელენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ეს მასალები სწორედ იმ აუდიტორიაზე უნდა იყოს გათვლილი, რომელიც უფრო მეტად ექცევა პროპაგანდის ქვეშ. 

ჯაკარტა - Sputnik საქართველო
ტერაქტები ჯაკარტაში: "ისლამური სახელმწიფო" ინდონეზიასაც მიწვდა

„ახლა მოსკოვის მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად ვამზადებთ მასალებს, რომლებიც ყურანსა და ჰადისებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ასეთი ორგანიზაციები („ისლამური სახელმწიფო, „ჯებჰათ ან–ნუსრა“,  ალ–ქაიდა“, „იმარათ–კავკაზი“ და სხვ.) არათუ არღვევენ ყურანის მცნებებს, არამედ ისლამის მტრები არიან“, — თქვა ტელეშევმა. 

მისი სიტყვებით, ფონდმა უკვე მოამზადა ასობით მამხილებელი მასალა საერთო სახელწოდებით „დაიში — ისლამის მტრები“. 

„მაგალითად, დაიშმა საჯაროდ აიღო პასუხისმგებლობა რუსული კომპანია „კოგალიამავიას“ თვითმფრინავის აფეთქებაზე. მაგრამ ყურანი ამბობს, რომ ქალებისა და ბავშვების განზრახ მკვლელობა — რაც მოხდა კიდეც ამ ტერაქტისას — უმძიმესი ცოდვაა. სურაში „ალ–ისრა“, 31–ე აიათში ერთმნიშვნელოვნადაა ნათქვამი: „ჭეშმარიტად, ბავშვების მოკვდინება — უმძიმესი ცოდვაა“, — შენიშნა ექსპერტმა. 

„ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი კოზირი ჩვენს ხელშია — ეს ჩვენი ღიაობა და საზოგადოებასთან მუშაობაა“, — დაამატა მოსკოვისა და ცენტრალური რეგიონი მუფთიმ ალბირ კრგანოვმა.  

მისი თქმით, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, მორწმუნეებთან თუ ათეისტებთან განმარტებითი მუშაობისას ქარწყლდება მითი ტრადიციულ კონფესიებში რადიკალური მიმართულებების არსებობის თაობაზე: „არცერთი ზეციური რელიგია არ აღიარებს ძალადობასა და მკვლელობას“. 

დასვენების ორგანიზება 

ახალგაზრდობასთან მუშაობაში მნიშვნელოვან მიმართულებად ექსპერტებმა მუსლიმური დასასვენებელი ცენტრებისა და უბრალოდ, ოფიციალური მეჩეთების დაარსება მიიჩნიეს. მუსლიმები სწორედ მათ უკმარისობას უჩივიან, განსაკუთრებით, მოსკოვში. 

„მოსკოვში სულ ოთხი მეჩეთია ორ მილიონ მუსლიმზე. აბა, წარმოიდგინეთ, სად უნდა წავიდეს ახალგაზრდობა?“, — დაიჩივლა კრგანოვმა. 

რუსეთის ღირსი: პუტინი მოსკოვის განახლებული სამონასტრო მეჩეთის შესახებ - Sputnik საქართველო
რუსეთის ღირსი: პუტინი მოსკოვის განახლებული სამონასტრო მეჩეთის შესახებ

მისი თქმით, სწორედ ამის შედეგია ის, რომ მუსლიმი ახალგაზრდები, განსაკუთრებით შრომითი მიგრანტების წრიდან გამოსულები, იატაკქვეშა მეჩეთებსა და რადიკალი მოძღვრების ყურადღების ცენტრში ხვდებიან. ასეთი მეჩეთები, კრგანოვის თქმით, იმ შენობებში არსდება, რომელთა მშენებლობაზეც თავად მიგრანტები მუშაობენ. ამისთვის მათ ცალკე ოთახი გამოეყოფათ. 

„ადამიანები იკრიბებიან ოფიციალური მუფთიათის წარმომადგენლის გარეშე და თავად ირჩევენ იმამს. ძალიან ხშირად იმამი ხდება ადამიანი, რომელსაც სამშობლოში სწორედ რადიკალიზმის გამო ჰქონია პრობლემები კანონთან“, — თქვა მუფთიმ. 

„დღეს ძალზე აქტუალურია მუსლიმი ახალგაზრდობისთვის გასართობი ცენტრის საკითხი. სად უნდა წავიდნენ დღეს ისინი? ჩვენს მართლმადიდებელ საზოგადოებას მშვენიერი მუზეუმები აქვს, მშვენიერი გასართობ–საგანმანათლებლო ცენტრები. მაგრამ სად წავიდეს უბრალო მუსლიმი, უბრალო ახალგაზრდა მამაკაცი? როცა ისინი მეჩეთში არ მიდიან, ტერორისტები სათითაოდ იბირებენ“, — განაცხადა მოსკოვისა და ცენტრალური რეგიონის მუფთიმ. 

„ისლამური სახელმწიფოს“ ქსელური სტრუქტურის რღვევა

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათშორისი ურთიერთობების საბჭოს წევრმა ბოგდან ბეზპალკომ აღნიშნა, რომ ისლამური რადიკალიზმი ქსელური სტრუქტურაა, რაც მასთან ძალისმიერ და იდეოლოგიურ ბრძოლას ართულებს: „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელური ხასიათი „საშუალებას იძლევა ისე მოხდეს გადაბირებაც და ტერაქტებიც ისე მოეწყოს, რომ საერთოდ არ დამყარდეს კონკრეტული კავშირი ფინანსურ თუ ლოგისტიკურ ცენტრებთან“. 

ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფო“ კავკასიასა და შუა აზიაში მყოფი წევრების გადმობირებას ეცდება

„უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ დავარღვიოთ ამ რადიკალური ორგანიზაციების პროპაგანდის, გადაბირებისა და ქმედებების ეს ქსელური დონე მძლავრი, თუმცა ვირტუალური ქსელით, რომელიც აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას. ეს ამოცანა ჯერჯერობით გადაუჭრელ ამოცანათა რიცხვს განეკუთვნება და შესაძლოა საზოგადოების ლიბერალური ნაწილის პროტესტი გამოიწვიოს, ვინაიდან ცენზურის ელემენტების შემოღებას — მათ შორის, ინტერნეტში — მოითხოვს“, — განაცხადა  ბეზპალკომ. 

დენის ტელეშოვმა აღიარა, რომ „ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებმაც სირიისა და ერაყის ტერიტორიათა ნაწილი ჩაიგდეს ხელში, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო პროპაგანდას ეწევიან, რომლის ნაწილიც რუსულ ენაზეა მომზადებული და რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული“. 

„დაიშმა ათობით ვიდეოფილმი შექმნა. ჩვენ ვხედავთ მათ მაღალპროფესიულ დონეს, კომპიუტერულ გრაფიკას, პროფესიონალურ აუდიორიგს. ასობით ვიდეორგოლი არსებობს და ისინი კონკურსებსაც კი მართავენ რეგულარულად, რომლის სახელწოდებაცაა „ათი საუკეთესო ვიდეორგოლი“, — შენიშნა ტელეშევმა. 

მისი თქმით, დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს სთხოვა, გადაეგზავნათ მათთვის ბმულები იმ რესურსებზე, რომლებზეც დაიშის სააგიტაციო მასალები იქნებოდა განთავსებული. და სამ თვეში 3 ათასზე მეტი ბმული მიიღეს.

„ჩვენ პროკურატურას 380 რესურსისგან შემდგარი სია გადავეცით, რომლებზეც ტერორიზმის პროპაგანდისტული მასალები ქვეყნდება“, — განაცხადა ტელეშევმა. 


ყველა ახალი ამბავი
0