რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის სამონასტრო მეჩეთის მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ გახსნაში. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ცერემონია.
ვლადიმერ პუტინმა რუს მუსლიმანებს მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ მოსკოვის სამონასტრო მეჩეთის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მეჩეთი უმთავრეს სასულიერო ცენტრად და ჰუმანური იდეების გამავრცელებლად იქცევა.
"გულითადად გილოცავთ მოსკოვის განახლებული სამონატრო მეჩეთის გახსნას. ეს დიდი მოვლენაა რუსი მუსლიმანებისთვის. მოსკოვის ერთ–ერთი უძველესი მეჩეთი აღდგენილია ისტორიულ ადგილზე", – განაცხადა ქვეყნის სარდალმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მეჩეთი ევროპაში უდიდესია და "ახალი თანამედროვე შესანიშნავი სახე გააჩნია, ის იმსახურებს ერთიანი მრავალეროვანი და მრავალკონფესიური ქვეყნის დედაქალაქში იდგეს, როელშიც ისლამი რუსული კანონის მიხედვით ერთ–ერთი ტრადიციული რუსული რელიგიაა".
კომპლექსის ტერიტორია რესტავრაციის შემდეგ 20–ჯერ გაიზარდა. ახლა მისი ფართობი 19 000 კვადრატულ მეტრზე მეტია, რაც სალოცავად ერთდროულად 10 000–ზე მეტ მორწმუნე ადამიანს მისცემს თავმოყრის საშუალებას. ექვს სართულიანი ტაძარი აღჭურვილია 6 ლიფტითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც მომსვლელთათვისაა აუცილებელი, მასში ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაცაა პირობები შექმნილი. რამდენიმე დარბაზში დამონტაჟებულია დიდი ბრტყელი ეკრანები, რომლებიც სამონასტრო მეჩეთის ცენტრალურ დარბაზში მიმდინარე მოვლენებს გააშუქებენ. მთავარი გუმბათის სიმაღლე 46 მეტრია, დიამეტრი კი – 27 მეტრი.
მოსკოვის სამონასტრო მეჩეთი 1904 წელს თათარი მეწარმისა და მეცენატის, სალიხ ერზინის დაფინანსებით თათრული არქიტექტურის ტრადიციების მიხედვით აიგო. საბჭოთა პერიოდში მეჩეთი არ დახურულა და ის მოსკოვში ერთადერთი მოქმედი იყო. 1996 წლიდან ტაძრის ტერიტორიაზე გამოყოფილ შენობაში მუფთიების საბჭო და მათი ხელმძღვანელის რეზიდენციაა განთავსებული. მეჩეთის დიდმასშტაბური რეკონსტრუქცია 2005 წლიდან მიმდინარეობდა. ისტორიული შენობა, რომელიც 2001 წლის სექტემბერში კედლების ნგრევის გამო მთლიანად დაანგრიეს, ახლა, როგორც რუსეთის მუფთიების საბჭო ირწმუნება, სრულიად აღდგა პირვანდელი სახით.