ყოველდღიურად ასობით მოხალისე უერთდება სახალხო არმიას, რათა სირიის არმიას ტერორისტებისგან გათავისუფლებული რაიონების დაცვაში დაეხმარონ. იხილეთ ლატაკიაში ახალწვეულების წვრთნის ამსახველი ვიდეო.
სირიის არმიისთვის დახმარების გაწევის მსურველი მოხალისეები ყოველდღიურად რვასაათიან წვრთნას გადიან საცეცხლე და სამწყობრო მომზადებაში, სწავლობენ იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების სამალავების აღმოჩენას.
„ცენტრში მომზადება ორი კვირა გრძელდება და ამ დროის განმავლობაში აქ 500–მდე ადამიანი იმყოფება. ადრე მათი რაოდენობა ათასს აღწევდა, მაგრამ საკმარისი ადგილი არ იყო და ამიტომ მათი რიცხვი შემცირდა“, — განაცხადა სახალხო არმიის სასწავლო ცენტრის მეთაურმა ჰუსამ ნასერმა.
მისი თქმით, სირიელებს სურთ, დაეხმარონ არმიას.
„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სირიის არმიისა და სირიისათვის. ადამიანები მზად არიან, დაიცვან და გააკონტროლონ საკუთარი მიწა–წყალი“, — თქვა მან.
ნასერმა აღნიშნა, რომ ცენტრში მომზადებას სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებლები გადიან, მოხალისეების ასაკი 50 წელს არ აღემატება. ორკვირიანი წვრთნის გავლის შემდეგ მოხალისეები სირიის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე წესრიგს დაიცავენ.