რატომ ძველი ახალი?

გამოწერა
დაპირების მიუხედავად მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები სამომავლოდ გადაიდო, რატომ?

დრო იყო ძალიან ცოტა და ვფიქრობ კოალიცია „ქართული ოცნების“ გავლენიანი ფიგურები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. გაჟონა ინფორმაციამ, რომ უშედეგოდ დასრულდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში „რესპუბლიკელების“ შევიწროების მცდელობა. პარლამენტის თავმჯდომარის გუნდმა არა თუ არ დათმო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორთფელი, არამედ მინისტრის კიდევ ერთი სავარძელი მოითხოვა. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ რა სცენარით განვითარდებოდა მოვლენები, თუმცა აკი აღვნიშნე, რომ თუ…

პირველი თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
„საოცნებო“ ცვლილებების შანსი და ხიბლი...

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე: „გეტყვით, რომ ამ ტიპის ინფორმაციამ მართლაც გაჟონა. ფაქტია, რომ ირაკლი ალასანიას,,თავისუფალი დემოკრატების’’ გასვლამ უმრავლესობიდან არსებითად შეცვალა ძალთა თანაფარდობა კოალიციაში. რესპუბლიკელების გარანტირებული მხარდაჭერის გარეშე მინისტრების დამტკიცება პრობლემატური გახდა. ბევრს ახსოვს, როგორ გამოაცხადა თვეების წინათ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ მხოლოდ ორ მინისტრს შეცვლიდა, მასმედიაში კი მაშინათვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიცვლებოდა სამი და არა ორი. ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხანში გამართლდა და ეს მესამე მინისტრი თინა ხიდაშელი აღმოჩნდა. თანაც ქალბატონი თინა თავდაცვის მინისტრი გახდა! მაშინ ხუმრობდნენ, რომ ჟურნალისტებმა ეს ამბავი პრემიერზე ადრე შეიტყეს და ეს ხუმრობა სიმართლეს ჰგავდა. დავით უსუფაშვილმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ მან,,შესთავაზა’’ ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრთა კაბინეტის ორი სავარძელი რესპუბლიკელებისათვის დაეთმო. ახლა,,,ოცნების’’ რეიტინგის კატასტროფული დაცემის ფონზე, რესპუბლიკელების წონა კიდევ უფრო გაიზარდა. მათ შეუძლიათ არა მარტო დამატებითი თანამდებობები, არამედ 2016 წლის საპარლამენტო სიაშიც გარანტირებული მაღალი ადგილების მოთხოვნა. ბედის ირონიაა, რომ პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე ბარიერს ვერ გადალახავდა და პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდებოდა დღეს მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს პოლიტიკაში“.

თხა და მაიმუნი - Sputnik საქართველო
ჯიუტი თხა და მოქნილი მაიმუნი

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე შესაძლო გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების ადმინისტრაციებთან თანხმდება. საკამათო არ არის, რომ მთავრობის პერსონალური შემადგენლობა ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება. თუ ასეა, გასაგებია, ახლა ხომ საშობაო არდადაგებია და ჩვენთვის არავის ცხელა.

პეტრე მამრაძე: „გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი, და არა რუსეთის მთავრობა, როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდი, ნამდვილად ახდენდა გავლენას საქართველოში მაღალ თანამდებობაზე ზოგიერთ დანიშვნაზე. მაგალითად, 1994 წელს ჯაბა იოსელიანმა უთხრა ედუარდ შევარდნაძეს, რომ გრაჩოვი მოითხოვდა უშიშროების მიისტრად იგორ გიორგაძის დანიშვნას, ვინაიდან პიროვნულად ენდობოდა მას. სანაცლოდ გრაჩოვი პირობას დებდა, რომ საქართველოს ძალოვანები მიიღებდნენ შეიარაღების კვოტებით განსაზღვრულ წილს და რუსეთი ხელს შეუწყობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას. იმ დღეს ავთო იოსელიანი უკვე დანიშნული იყო უშიშროების მინისტრად, მაგრამ ეს არ იყო საჯაროდ გამოცხადებული. ავთოს დანიშვნის ბრძანება გაუქმდა და გიორგაძე დაინიშნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ არ წარუდგინა ძალოვან სამინისტროს ახალი მინისტრი — ეს ჯაბა იოსელიანმა გააკეთა. ევროპელებს და ამერიკელებს არასოდეს არ მოუხდენიათ რაიმე ზეწოლა და გავლენა საქართველოში საკადრო პოლიტიკაზე და ასეთი აზრი სრულიად უსაფუძვლოა’’.

პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
ახალი დასი ძველი სოლისტებით

საარჩევნო სიის ფორმირება და მეორეს მხრივ მინისტრთა კაბინეტის განახლება. ორივე საკითხი სავარაუდოდ ერთ პაკეტში განიხილება და მათი ურთიერთგავლენა გარდაუვალია. რა შანსი აქვს კოალიციას სერიოზული რყევებისა და მტკივნეული დანაკარგის გარეშე გაართვას თავი რთულ ამოცანას.

პეტრე მამრაძე: „მმართველი დაჯგუფების და ბიძინა ივანიშვილის ხელში არის მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. ამავდროულად ოპოზიციაში მყოფ არცერთ ლიდერს და შესაბამისად ლიდერების გარშემო შეკრებილ დაჯგუფებებს არ აქვს მაღალი რეიტინგი, ანუ ნდობა და მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ასეთ პირობებში მართველ დაჯგუფებას აქვს მაღალი შანსი გაიმარჯვოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიუხედავად მისი კატასტროფულად დაცემული რეიტინგისა. საქართველოში გადამწყვეტია არჩევნების წინ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოებული საარჩევნო კამპანიის ეფექტიანობა. ამ მხრივ, არსებულ ვითარებაში, მმართველ დაჯგუფებას სოლიდური რეზერვი აქვს და მის გამარჯვებას მხოლოდ ფინანსურმა კოლაფსმა და ჰიპერინფლაციამ შეიძლება შეუშალოს ხელი. მე არ ველი ასეთ ფინანსურ კატასტროფას არჩევნებამდე დარჩენილ დროში. რაც შეეხება საპარლამენტო სიისა და მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, აქ ერთადერთი პრობლემაა რესპუბლიკელებთან გარიგება. სხვას ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის აკონტროლებს პირადად’’.

მომავალ პოლიტიკურ ბატალიებამდე ათი თვით ადრე ნათელია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს მანდატების იმ რაოდენობის მოპოვებას, რაც მას ახალი კონფიგურაციის პარლამენტში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას მისცემს. ასეთ ვითარებაში, ანუ სამომავლოდ გარანტიების გარეშე წარმატებული პოლიტიკოსისთვის რამდენად მომხიბვლელია რამდენიმე თვით მინისტრთა კაბინეტის წევრობა?

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
რიგით მეთორმეტე, რატომაც არა?...

პეტრე მამრაძე: „საქართველოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც სიხარულით დათანმხდებიან დაიკავონ მინისტრის თანამდებობა თუნდაც ძალიან მოკლე დროით. ზოგს აწყობს, რომ შემდეგ ბიოგრაფიაში (ე.წ. სი-ვი-ში) ჩაწეროს, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე უმუშავია, ზოგს უნდა, რომ,,ხაზეინს’’ ერთგულება დაუმტკიცოს, იმის იმედით, რომ ეს მერე დაუფასდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მმართველ დაჯგუფებაში სულ სხვა განწყობაა — მათ ჰგონიათ, რომ 2016 წელს დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევენ, ნაცებს საერთოდ არ შეუშვებენ პარლამენტში და მყარი უმრავლესობის პრობლემა არ ექნებათ. კურიოზულია, მაგრამ რეიტინგის კატასტროფული ვარდნის მიუხედავად მმართველ დაჯგუფებას აქვს ასეთი გეგმის განხორციელების პოტენციალი. ვნახოთ, რამდენად სწორად იმოქმედებენ.’’

არის მოსაზრება, რომ დრო ახლა მთავრობის წევრების სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა საინტერესოა რა იქნება მერე, როცა ეს დრო ამოიწურება და წამზომი ახალი ჟამის ათვლას დაიწყებს..

ყველა ახალი ამბავი
0