სერგეი მარკედონოვი: ღარიბაშვილს რუსეთთან ურთიერთობებში წარმატებები ჰქონდა

გამოწერა
ექსპერტის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას გარკვეული წარმატებები ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობებში.

რობინზონ ნაჭყებია

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტის აზრით, საქართველოს მთავრობა არ ისწრაფვის რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებისკენ და არ ცდილობს აქციოს ეს ურთიერთობები პროდასავლური კურსის გამყარების ინსტრუმენტად. რა იდეას ასაზრდოებდა მოსკოვი და როდის გახდა იგი აქტუალური? სერგეი მარკედონოვმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "Sputnik საქართველოს“, სადაც ის 2015 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებს აჯამებს და ასევე კრემლის თბილისისადმი ინტერესებზე საუბრობს. 

—  როგორც თქვენთვის ცნობილია, ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მანამდე კი რუსეთმა საქართველოს მიმართ გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. პრემიერი სწორედ ასეთი წარმატების ფონზე მოულოდნელად გადადგა. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს რუსეთ–საქართველოს შემდგომ ურთიერთობებზე?

— ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი საშინაო და არა საგარეო მიზეზების გამო გადადგა. თუ მის ორწლიან მოღვაწეობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საგარეო დონეზე მას საკმაოდ კარგი წარმატებები ჰქონდა. განსხვავებით წინა მთავრობისგან, განსხვავებით პრეზიდენტ სააკაშვილისგან,  მი (ღარიბაშვილის) დროს წარმატებების პირველი ისტორიები გაჩნდა როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან ურთიერთობებში. წლის ბოლოს ევროკავშირმა ფაქტობრივად გაუხსნა გზა საქართველოსთან უვიზო რეჟიმს. იყო დაპირებები, მაგრამ არ იდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები. და რუსეთიც წავიდა გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე. ანუ, საგარეო დონეზე ყველაფერი საკმაოდ წარმატებულად იყო.  

აი, ეკონომიკური ვითარება კი საკმაოდ რთულადაა. მიმდინარეობს ლარის დევალვაცია, ამას ემატება ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი დაპირება გასცა, მალე კი არჩევნებია, დროა, ანგარიში ჩაბარდეს ამ დაპირებებზე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი, უპირველესად, შიდა ვითარებას უკავშირდება. ხოლო თუ იმაზე ვისაუბრებთ, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, გეტყვით, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალი მთავრობის საკადრო შემადგენლობაზე.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველო ოსებთან და აფხაზებთან შესარიგებლად თამამ ნაბიჯებს გადადგამს

— რას უკავშირდებოდა ვლადიმირ პუტინის 17 დეკემბრისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 22 დეკემბერი გადაწყვეტილებები გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ? საქრათველოსგან დადებითი სიგნალები დაინახეს?

— ვფიქრობ, ეს მომენტი დასავლეთთან კონკურენციამ დააჩქარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების იდეა გუშინ არ დაბადებულა. ვლადიმირ პუტინმა ზუსტად ორი წლის წინაც ისაუბრა დიდ პრესკონფერენციაზე სავიზო რეჟიმის საკითხებზე. მაშინ ითქვა, რომ ეს საკითხი ექსპერტების დონეზე უნდა დამუშავებულიყო. მაგრამ (რუსეთის) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიდგომა — რომელიც მანამდეც და მას შემდეგაც წმიდად ნორმატიული გახლდათ — იყო ამგვარი: ვინაიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწვეტილია, ვიზებზე საუბარი არ შეგვიძლია. 

ჩემი აზრით, სიტუაცია შესაძლოა სამომავლოდაც იყო გადადებული, მაგრამ ევროკავშირის საკითხმა ძალიან დააჩქარა იგი.  და პუტინის გამოსვლამაც სამუშაო გაუჩინა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებს, ვინაიდან ჩვენში ხელისუფლება მეტად პერსონიფიცირებულია. ვფიქრობ, ევროკავშირის ინიციატივამ თავისი როლი ითამაშა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მიუხედავად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მაგისტრალური კურსისა, ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც რჩება სოციალურ–კულტურული ურთიერთობები. მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ახლა არ ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობების განსაკუთრებით გაუარესებასა და ამ ურთიერთობების პროდასავლური კურსის გამყარების ინსტრუმენტად ქცევას — როგორც ეს სააკაშვილისას იყო.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველო რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას განაგრძობს

— იქნებ კრემლში გააცნობიერეს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფონზე, მისი დაკარგვა ხდებოდა შესაძლებელი? 

— საქართველოს დაკარგვაზე საუბრები დიდი ხანია არის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბევრ ჩინოვნიკს, რომლებთანაც პირადი ურთიერთობა მქონია, მიაჩნია, რომ საქართველო უკვე წავიდა. არა მგონია, რომ ეს ვითარების სრულად გადარჩენისკენ სწრაფვა იყოს, მით უმეტეს, რომ მოსკოვს ძლიერი შემაკავებლები ჰყავს. რა ისეთი ძლიერი შეუძლია მოსკოვს საქართველოს შესთავაზოს? საქართველოსთვის მთავარი საკითხი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატოსკენ ან ევროკავშირისკენ სწრაფვა, მაგრამ მოსკოვს არ შეუძლია ამის შეთავაზება. პირველ რიგში იმიტომ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლები არიან — არა იმ აზრით, რომ ყველაფერს თავად წყვეტენ. ისინი ფინანსურად რუსეთზე არიან დამოკიდებულები, მაგრამ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა დათმობა ან გადაცემა, მოსკოვის ნება საკმარისი არ არის. სიმართლე ითქვას, ამგვარ ვითარებაში რაიმე ისეთი სარგებელი, რომელსაც მოსკოვი მიიღებდა, არ ჩანს. პოზიციის ტოტალურ გადახედვას ძალიან დიდი რეპუტაციული დანაკარგები მოჰყვება. 

— ჩვენში 2016 წელი ევროპის წლად არის გამოცხადებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკომისიამ 18 დეკემბერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნის თაობაზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა. ამით გასაგებია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. 

— ალტერნატივა ყოველთვის არსებობს! კოლეგებსაც სულ ვეუბნები, რომ სომხეთი ან ტაჯიკეთი სამუდამოდ არ წამოსულან რუსეთისკენ, არც საქართველოა სამუდამოდ დასავლეთთან, ან უკრაინა. დიახ ეს ყველაფერი განვითარებას არ შეწყვეტს. ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას და ყველაფერი იცვლება. დიახ, ევროკავშირს მშვენივრად ძალუძს რაღაც შესაძლებლობები მოგცეთ დასაქმების ბაზრის კუთხით, მაგრამ დეტალებს, ნიუანსებს აქაც,  ვიზებთან დაკავშირებითაც სჭირდება ჩაღრმავება. ყველა ეს მომენტი გადასატანია. ევროკავშირმა თითქოს სტარტი მისცა პროცესს და ყველაფერი დასრულდება, მაგრამ არსებობს სხვა მომენტებიც. დავუშვათ, ევროკავშირმა არ დაიცვას საქართველო „ისლამური სახელმწიფოსგან“, სწორედ აქ რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლოა ბევრად ეფექტური გამოდგეს იმის გათვალისწინებით, რომ  რუსეთი უფრო  ხისტი ნაბიჯებისთვის მზად არის. ევროკავშირი კი საამისოდ ნაკლებადაა მზად. აქ კიდევ ბევრი არგუმენტი არსებობს. 

ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
ექსპერტი რუსეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე

მე საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე და ქართველი ბიზნესმენებისგან, მასწავლებლებისგან, სტუდენტებისგან ბევრი რამ მსმენია — ჩვენ გვაშფოთებს, მაგალითად,  თურქეთის ცალმხრივი ეკონომიკური გაფართოება. და ასე შემდეგ. ანუ, არსებობს უამრავი სიუჟეტი, რომლებიც უფლებას არ გვაძლევს ვთქვათ, რომ რუსეთის ფაქტორი სრულად მოისპობა.  

— თბილისში კატეგორიულად გამოიცხავენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ამას იმით ხსნიან, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სამი წარმომადგენლობა. თქვენი აზრით, რაშია გამოსავალი ამ ვითარებიდან?

— რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით. თუ ჩვენ ნორმატიულად მივუდგებით. აი ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროც ნორმატიულად უდგება ამ საკითხს — არ არსებობს დიპლომატიური უთიერთობები, არ არსებობს ვიზები.  პუტინმა თქვა, რომ „უნდა იყოს“, და უცბად გაჩნდა. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ამხანაგი პუტინი გვიბრძანებს და დიპლომატიური ურტიერთობები აღდგება. თუმცა შეიძლება განვიხილოთ შესაძლო ვარიანტები, მაგალითად, ჩინეთი, ტაივანი და შეერთებული შტატები. აშშ არ ცნობს ტაივანს, რაც ხელს არ უშლის ამ ქვეყანასთან ეკონომიკურ და სამხედრო–ტექნიკურ თანამშრომლობასაც კი. ამასთან, ჩინეთი აშშ–ის №1 სავაჭარო პარტნიორია. აქვ თ მათ პრობლემები? აქვთ. შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული შეხედულება აქვთ ტიბეტსა და მის სტატუსზე. მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის ჩინეთტან ურთიერთობების განვითარებას.  

ავიღოთ იგივე კვიპროსი. იმის გათვალისწინებით, რომ ის უკვე გაყოფილია, იმის გათვალისწინებით, რომ ბერძნული ნაწილი უკვე ევროკავშირშია, ხოლო თურქული ნაწილი მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული, ურთიერთობების გარკვეული დონე მაინც არსებობს და ვითარდება კიდეც. კარგით, ნუ აღვადგენთ სრულფასოვან დიპლომატიურ ურთიერთობებს, მაგრამ რამენაირი სავაჭრო ან კულტურული წარმომადგენლობები მაინც დავაარსოთ დასაწყისითვის, რომლებიც ფაქტობრივად იტვირთებენ საელჩოს ფუნქციებს. საქართველოსთვის ერთ ტერიტორიაზე სამი წარმომადგენლობა შეუძლებელია, ხოლო მოსკოვს 2013 წლის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში მკაფიოდ უწერია, რომ იმიერკავკასიაში ახალი რეალობა უნდა აღიაროს და ორი რესპუბლიკა დამოუკიდებლად ცნოს. აი ესაა მოსკოვის მიდგომა. ისინი შეუთავსებელია, მაგრამ რაღაც შუალედური ვარიანტების გამონახვა შეიძლება. 

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში რუსეთის ვიზებზე რიგები დადგა

— არ უშვებთ იმ ვარიანტს, რომ რუსეთმა შესაძლოა წარმომადგენლობები დახუროს სოხუმსა და ცხინვალში? თუნდაც თავიდან ცხინვალში, რათა რაღაცნაირად დაძრას ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. 

— არა მგონია, ასე მოხდეს. მოსკოვი არ დგამს რაიმე ასეთ ნაბიჯებს, თუ, პირობითად რომ ვთქვათ, მაკავშირებელ ხასიათს არ გრძნობს — აი, ჩვენ ამას ვაკეთებთ, თქვენ კი ამის მაგივრად ეს უნდა გაგვიკეთოთო. ასეთია მოსკოვის ლოგიკა, ამიტომ მოსკოვი ცალმხრივად ამას არ გააკეტებს. ეს ქვეყნის შიგნიტ ზლიერ დაზაბულობა გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ ოსეთი — რუსეთის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა, გვაქვს გარკვეული ვალდებულებები. ავდგეთ და ცალმხრივად გავაუქმოთ ეს? ბევრი იფიქრებს, რომ რუსეთი სუსტია და მასზე წნეხის გაძლიერება შეიძლება. ნაკლებსავარაუდოა, რომ მოსკოვმა ეს გააკეთოს. 

— საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ  მმართველი კოალიცია დაიშლება და ქვეყნის მართვის სადავეები „რესპუბლიკური პარტიის“ ხელში აღმოჩნდება. 

კადრი რეზო გიგინეიშვილის ფილმიდან სიყვარული აქცენტით 2: საზღვრების გარეშე - Sputnik საქართველო
ხედვა რუსეთიდან: საქართველო–რუსეთი — დათბობა 2016?

— ეს იქნებოდა ყველაზე უარესი ვარიანტი სხვა ოპციებს შორის, სწორედ რუსულ–ქართული ურთიერთობებისთვის. რაც შეეხება ქართულ საოგადოებას, არ ვიცი, ამას, ალბათ, თავად ქარტული საოგადოება გადაწყვეტს, რა სჯობს და არ — არა. ეს კია, რომ მეჩვენება, ასეთ ვითარებაში პროდასავლური მიმართულებით იქნება სრული გადახრა. 

— როგორ დაახასიათებდით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს 2015 წელს? როგორი იყო ეს ურთიერთობები?

— განსაკუთრებულ გარღვევებს ვერ ვხედავ, გარღვევების წელს ვერ ვუწოდებ. არც გაუარესების კუთხით იყო ეს წელი გარღვევების წელი. ყველაზე მკვეთრ უარყოფით სიუჟეტად შეიძლება ბორდერიზაციის საკითხი დავასახელოთ. ეს თემა ძალზ ფართოდ შუქდებოდა და აბაშიძე–კარასინის ფორმატიც კი ჩაშლის საფრთხის წინ დააყენა. თუმცა დანარჩენში, ვფიქრობ, მხარეებმა შეინარჩუნეს 2012 წელს გამოცხადებული ნორმალიზაციის პროცესი.  რა არის დიდი პრობლემა? ახალი თემების მოძებნა ურთიერთობების ნორმალიზების გასაგრძელებლად, ვინაიდან ჩვეული დღის წესრიგი ამოწურულია.  


ყველა ახალი ამბავი
0