კვირიკაშვილი: საქართველო ოსებთან და აფხაზებთან შესარიგებლად თამამ ნაბიჯებს გადადგამს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დრო იმის წინააღმდეგ მუშაობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიბრუნონ, იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა დაიბრუნონ აფხაზები და ოსები. ამიტომ მთავრობა შეეცდება, შერიგების პოლიტიკის მიმართულებით გაბედული ნაბიჯები გადადგას.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისი აფხაზ და ოს ხალხებთან შერიგებისთვის გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები შერიგების პოლიტიკის მიმართულებით, ვეცადოთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ, დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიბრუნონ, იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა დაიბრუნონ აფხაზები და ოსები. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თამამი ნაბიჯები გადავდგათ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი, ხელმისაწვდომი იქნება, უპირველესად, ჩვენი აფხაზი და ოსიძ მებისთვის", — განაცხადა გიორგიკვირიკაშვილმა ორშაბათს პარლამენტში გამოსვლისას.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო გაამარტივებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის პასპორტების აღების პროცესს

2008 წლის აგვისტოში, ომის შემდეგ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადეს. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ორივე ავტონომიის სუვერენიტეტი აღიარა. ამის საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

საქართველოს ახალი მთავრობის წევრებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების  შემდეგ მოვიდნენ, არაერთხელ განაცხადეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს მშვიდობიანი გზით დაიბრუნებენ.


ყველა ახალი ამბავი
0