ობამა „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი მასშტაბური ომის გარეშე განადგურების პირობას დებს

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიბარაკ ობამა
ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ტელემიმართვაში განაცხადა, რომ აშშ ტერორისტებთან აქტიურ ბრძოლას გააგრძელებს და კონგრესს მოუწოდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაიშის („ისლამური სახელმწიფო“ არაბულად) წინააღმდეგ ძალის გამოყენებას დაუჭიროს მხარი.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სირიასა და ერაყში, თუმცა აშშ–ს სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობა არ სურს, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

კვირას (თბილისის დროით ორშაბათს დილით) მან ამერიკელ ხალხს მიმართა, რომლის მთავარი თემაც ტერორიზმთან დაპირისპირება იყო როგორც უცხოეთში, ისე აშშ–ში, სადაც ეს საფრთხე თანდათან უფრო რეალური ხდება. 

საიედ რიზვან ფარუქმა და მისმა ცოლმა ტაშფინ მალიკმა, რომლებიც ავტომატებითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, გასულ ოთხშაბათს კალიფორნიის ქალაქ სან–ბერნარდინოში 14 ადამიანი მოკლეს და 21 დაჭრეს. მათ დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, თუმცა პოლიციამ ისინი რამდენიმე საათში დახოცა. სამართალდამცავების ერთ–ერთი ვერსიით, ფარუქისა და მალიკის თავდასხმის მოტივი ექსტრემისტული იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალიკმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტერორისტული ორგანიზაცია დაიშის მხარდაჭერა გამოხატა. აშშ–ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში შემთხვევას ტერორისტულ აქტად აფასებენ. ეს ფაქტი ასევე პრეზიდენტმაც შეაფასა.

ნადირობა მთელ მსოფლიოში

ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ობამამ პირობა დადო, რომ აშშ ტერორისტებთან აქტიურ ბრძოლას გააგრძელებს. „ჩვენი სამხედროები ტერორისტებზე ნადირობას გააგრძელებენ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც აუცილებელია“, – განაცხადა მან.

მან ასევე კონგრესს მოუწოდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაიშის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას დაუჭიროს მხარი, რათა სამხედროებს უფრო ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. აქამდე სირიასა და ერაყში ავიადარტყმები ტერორისტებზე პრეზიდენტის განკარგულებით ხორციელდებოდა.

„თუ კონგრესი ჩემსავით ფიქრობს, რომ დაიშის წინააღმდეგ ომში ვმონაწილეობთ, მაშინ მან ამ ტერორისტების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას უნდა უყაროს კენჭი“, – განაცხადა ობამამ.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო დაიშის წინააღმდეგ საბრძოლველად სახმელეთო ძალებს არ გააგზავნის

მან ასევე მოუწოდა კონგრესს, მიიღოს კანონი, რომელიც ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა სიაში შეყვანილ პირებს იარაღის შეძენას აუკრძალავს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვას შეზღუდავს. „ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, – დარწმუნებულია აშშ–ის პრეზიდენტი.

ობამას განცხადებით, მთლიანობაში, აშშ–ს საერთაშორისო ტერორიზმთან გამკლავება შეუძლია. „ტერორიზმის საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ დავძლევთ მას“, – აღნიშნა მან. „ჩვენ გავანადგურებთ დაიშს ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი მასშტაბური ომის გარეშე

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ აშშ სირიასა და ერაყში ახალ მასშტაბურ ომში არ ჩერთვება.

ობამას თქმით, „ეს ისაა, რაც დაიშს სურს“. მან აღნიშნა, რომ ეს „ათასობით ჩვენი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასა და ჩვენი რესურსების გამოფიტვას“ გამოიწვევს.

იმისთვის, რომ ტერორისტებს „მიწაზე“ ვინმე ებრძოლოს, ამერიკელები ადგილობრივ ძალებს მოამზადებენ. „ჩვენ გავაგრძელებთ ათეულობით ათასი ერაყელი და სირიელი სამხედრო ძალის მომზადებას, რომლებიც დაიშის წინააღმდეგ იბრძვიან, და გავაგრძელებთ მათ აღჭურვას, რათა ბოევიკებს თავშესაფარი არ ჰქონდეთ“, – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა.

როგორც ობამამ ასევე აღნიშნა, „ორივე ქვეყანაში სპეციალური რეაგირების ძალებს განვათავსებთ“.

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
აშშ დაიშის წინააღმდეგ მებრძოლი ერაყელებისა და სირიელების წვრთნებს განაგრძობს

თუმცა, ამერიკელთა ნახევარზე მეტი (53%) მიიჩნევს, რომ აშშ–მა ერაყსა და სირიაში სახმელეთო ჯარები უნდა გააგზავნოს. ტელეარხების CNN და ORC–ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 68%–მა განაცხადა, რომ ტერორისტებისთვის აშშ–ის სამხედრო პასუხი „არასაკმარისად აგრესიულია“, ცხრა გამოკითხულიდან ექვსი პრეზიდენტის პოლიტიკით ტერორიზმის პრობლემასთან მიმართებით უკმაყოფილოა.  

ბრძოლა დაიშთან და არა ისლამთან

ობამამ ცალკე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აშშ დაიშთან ბრძოლას, როგორც რელიგიურ ომს, არავითარ შემტხვევაში არ განიხილავს.

ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და იმის დაშვება, რომ ეს ბრძოლა ამერიკასა და ისლამს შორის ომად განიხილებოდეს“ – აღნიშნა მან. მისი განცხადებით, „ეს სწორედ ისაა, რაც დაიშის მსგავს დაჯგუფებებს სურთ“. 

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამა: „ისლამური სახელმწიფო“ ისლამს არ წარმოადგენს, ისინი მკვლელები არიან

ობამამ აღნიშნა, რომ „დაიშის ბოევიკები ისლამის სახელით არ ლაპარაკობენ“ და რომ „ისინი მკვლელები და სიკვდილის კულტის წევრები არიან“. 

„ისინი მცირე ნაწილია მსოფლიოს მილიარდზე მეტი მუსლიმანისა, მათ შორის ამერიკელი პატრიოტულად განწყობილი მუსლიმებისა, რომლებიც სიძულვილის იდეოლოგიას უარყოფენ“. 

რუსეთთან საერთო მიზანი

თავის მიმართვაში ობამა ასევე შეეხო სხვა ქვეყნებთან ანტიტერორისტული თანამშრომლობის თემას და ამ კონტექსტში რუსეთიც მოიხსენია.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ ამერიკის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის პროცესზე და გრაფიკზე და სირიის ომის პოლიტიკურ გადაჭრაზე დაიწყო მუშაობა. ეს სირიელ ხალხს, ასევე ნებისმიერ ქვეყანას, ჩვენი მოკავშირეების ჩათვლით, ასევე ისეთ ქვეყნებს, როგორიც რუსეთია, საერთო მიზანზე – დაიშის განადგურებაზე ყურადღების კონცენტრაციის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა მან.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკეთა კომენტარი საკითხზე, რომელსაც რუსული მხარე დაიშთან ბრძოლაში ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს – ესაა თურქეთის სირიასთან და ერაყთან საზღვრების დაკეტვა. 

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამა: აშშ უვიზო რეჟიმს გადახედავს

„ჩვენ ვმუშაობთ თურქეთთან, რომ სირიასთან მისი საზღვარი გადავკეტოთ“, – განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რათა აღიკვეთოს სირიაში ბოევიკების შესვლის არხები და მათი დაფინანსება. 

გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა მასალები, სადაც დასტურდება, რომ დაიშის მიერ მოპოვებული ნავთობი თურქეთის ტერიტორიაზე ხვდება. აშშ–მა განაცხადა, რომ მათი მონაცემებით, თურქეთში ნავთობის მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება. ამასთან, აშშ–ის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ სირია–თურქეთის საზღვრის ზოგიერთი უბნის გადაკეტვა ვერ მოხერხდა.

ახალი – არაფერი

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ობამას მიმართვაში, არსობრივად, ახალი არაფერია.

„კვლავ გრძელდება ასეთი პოლიტიკა – იმ მეომრების, იმ რაზმების მხარდაჭერა, რომლებიც ასადის ოპოზიციაში არიან და როგორც ჩანს, რაღაც სპეციალური ოპერაციების ჩატარება. არ ვფიქრობ, რომ ახალ წლამდე ამერიკელები თავიანთი სამხედროების გაზრდას გადაწყვეტენ ისე, რომ ეს ბრძოლისთვის მზადმყოფი ბვრიგადა იყოს, მით უმეტეს, რაიმე სახის სახმელეთო ოპერაცია ჩაატაროს“, –განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მეცნიერ–თანამშრომელმა ვლადიმირ სოტნიკოვმა.

მისი აზრით, ობამა „ახლა ელოდება, სადამდე მიგვიყვანს რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ოპერაცია სირიაში, რა შედეგები იქნება“. გარდა ამისა, ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული სირიაში პოლიტიკური პროცესის საკითხთან დაკავშირებულ პოზიციაში.

სოტნიკოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად არიან აშშ–ის პარტნიორები მზად ფართო კოალიციის შექმნისთვის. „ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ობამა შეგნებულად უვლის ამ საკითხს გვერდს, რადგანაც განმსაზღვრელ როლს უკვე შექმნილი კოალიცია შეასრულებს, რომელში 60–ზე მეტი ქვეყანა შედის“, – აღნიშნა ექსპერტმა. ამაზე ტერორისტებზე ამერიკული ავიაციის მხრიდან დარტყმების გაზრდილი რაოდენობაც მეტყველებს, მიიჩნევს სოტნიკოვი. 

ამასთან, სოტნიკოვი არ გამორიცხავს, რომ აშშ–ის ტერიტორიაზე ტერაქტების გახშირების შემთხვევაში ობამამ, „ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს, შეიძლება აშშ–ის კონგრესისგან საგანგებო უფლებები მოითხოვოს, რათა იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა შეიქმნება, რაიმე ჯარის ნაწილები გაგზავნოს“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0