ნატო დაიშის წინააღმდეგ საბრძოლველად სახმელეთო ძალებს არ გააგზავნის

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებულ კონფლიქტში დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის წინააღმდეგობაზე საუბარი არ მიდის, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მუსლინამები არიან, განაცხადა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენმერგმა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ნატო გამორიცხავს რადიკალური დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ (არაბულად — დაიში) წინააღმდეგ საბრძოლველად სახმელეთო ძალების სირიაში გაგზავნას, განაცხადა ალიანის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„ეს ნატოსა და მისი მოკავშირეების გეგმებში არ არის. აშშ-ს განსაზღვრული რაოდენობის სპეციალური ქვედანაყოფები ჰყავს. პირველ პლანზე ადგილობრივი  ძალების გაძლიერება იგეგმება, რაც მარტივი არ იქნება, თუმცა, ეს ერთადერთი ვარიანტია“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა შვეიცარულ  Tages-Anzeiger-თან ინტერვიუში.   

ნატოს გენმდივნის განმარტებით, არსებულ კონფლიქტში დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის წინააღმდეგობაზე საუბარი არ მიდის, ეს „ექსტრემიზმისა და ტერორიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაა“.

„მუსლიმანები ამ ბრძოლაში წინა ხაზზე არიან. დაღუპულთაგან ბევრი — მუსლიმანია და უამრავი მათგანი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმანი“, — ხაზი გაუსვა სტოლტენბერგმა.

ოქტომბრის თვის დასასრულს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის თანხმობა გასცა.


ყველა ახალი ამბავი
0