აშშ დაიშის წინააღმდეგ მებრძოლი ერაყელებისა და სირიელების წვრთნებს განაგრძობს

გამოწერა
ობამამ საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ შშ იმ ათასობით ერაყელისა და სირიელის წვრთნებს განაგრძობს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება დაიშის წინააღმდეგ იბრძვიან.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik.  აშშ იმ ათასობით ერაყელისა და სირიელის წვრთნებს განაგრძობს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად — დაიში) წინააღმდეგ იბრძვიან, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ იბამამ.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ ათასობით ერაყელისა და სირიელის გადამზადებას, რომლებიც დაიშის წინააღმდეგ იბრძვიან, ჩვენ მათ შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველვყოფთ, რათა ბოევიკებმა თავი ვერსად შეაფარონ“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა საზოგადოებისადმი მიმართვისას.

ობამამ ასევე დასძინა, რომ „ჩვენ ორთავე მხარეს სპეციალური რეაგირების ძალებს ვათავსებთ“.  

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „პარიზის ტერაქტების შემდეგ, ჩვენ გავაფართოვებთ ძალისხმევას და საკუთარი წვლილის შეტანას“ იმ საომარ ოპერაციებში, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0