სირიელი ლტოლვილები შინ ბრუნდებიან

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშივითარება სირიაში
ვითარება სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაბრუნების მიზეზი ის არის, რომ სირიიდან ყოველდღე მოდის კარგი ახალი ამბავი ამა თუ იმ ქალაქის გათავისუფლების თაობაზე, თანაც ევროპაში ლტოლვილებმა ის „სამოთხე“ ვერ იპოვეს, რომლის იმედიც ჰქონდათ.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გერმანიიდან სირიაში რამდენიმე ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებიც იქ ზაფხულში სხვა ათასობით თანამემამულესთან ერთად მოხვდნენ. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს უამბეს,  მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა: ევროპაში ის „სამოთხე“ ვერ იპოვეს, რომელიც ეიმედებოდათ, პარიზის ტერაქტების გამო ევროპაში ისლამოფობია იზრდება, ხოლო სირიაში რუსული ავიაციის მოქმედებების გამო ვითარება თანდათან უმჯობესდება. 

მხსნელი მოხალისეები 

„რიას“ კორესპონდენტი 25 წლის რამის ლათაკიის ერთ–ერთ ყავახანაში შეხვდა. პარიზის ტერაქტების, საფრანგეთსა და ბელგიაში საპოლიციო ოპერაციების, რუსეთის კუთვნილი Airbus А321–ისა და ბომბდამშენ სუ24–ის ჩამოგდების შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ სირიაში საომარ მოქმედებებზეა მიჯაჭვული. თუმცა, ლათაკიის ცენტრი სულაც არ ახდენს ფრონტისპირა ქალაქის შთაბეჭდილებას — ადამიანები ყავახანაში სხედან, ჩილიმს ეწევიან  და ქაბაბს მიირთმევენ. 

ზაფხულამდე რამი იდლიბის პროვინციის პატარა დაბაში ცხოვრობდა. „ჩვენ სოფელს გამუდმებით ცხრილავდნენ ხან არმია და ხანაც ბოევიკები. ერთ დღეს „ან–ნუსრამ“ (ალ–ქაიდას ფილიალი სირიაში) მამაჩემი გაიტაცა მთავრობაზე მუშაობის ბრალდებით (მასწავლებელი იყო ადგილობრივ სკოლაში). გამოსასყიდი მოვაგროვეთ და შუამავლების დახმარებით მოლაპარაკება შევძელით გამტაცებლებთან“, — თქვა რამიმ. 

ახლოაღმოსავლელი მიგრანტები ბოდრუმში - Sputnik საქართველო
გაერო: მიგრანტთა „დემონიზება“ საჭირო არ არის

„ჩემი სახლის ახლოს არაერთხელ ჩაუვლია ახალგარდა ჯარისკაცებით სავსე სამხედრო მანქანებს და მესმოდა, როგორ ყვიროდნენ ჯარიკაცები, ბოევიკებს დავგლეჯთო. უკან არავინ დაბრუნებულა. მერე ახალგაზრდობა გამოილია და უკვე ასაკოვანი რეზერვისტები მიდიოდნენ, რომლებიც ისეთი მხიარულები არ იყვნენ — იცოდნენ, სადაც მიდიოდნენ. რამდენიმე დღის მერე კი დაბაში მოულოდნელად ბოევიკები გამოჩნდნენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი იქით გაიქცა, საითაც თვალი მიუწვდებოდათ. ქრისტიანები მუსლიმებს ეხმარებოდნენ, მუსლიმები — ქურთებს. მე სუნიტი ვარ, როგორც ბოევიკები, მაგრამ ალავიტმა ბიჭებმა გადამარჩინეს, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ გაქცეულების დასახმარებლად“, — ყვება ახალგაზრა სირიელი.  

ასე აღმოჩნდა რამი სირიის სანაპიროზე, საიდანაც ევროპაში გამგზავრება გადაწყვიტა. ლტოლვილებისთვის ტრადიციული გზა აირჩია: ლიბანი–თურქეთი–საბერძნეთი–მაკედონია–სერბეთი–უნგრეთი და ავსტრია. 

სანაპიროზე შეხვედრებს „ფეისბუქით“ ნიშნავდნენ 

„ევროპაში იმიტომ მივდიოდით, რომ გვეგონა, სახლებსა და დახმარებებს მოგვცემდნენ. მერკელმა გამოაცხადა, გერმანია მხოლოდ 800 ათას ლტოლვილს მიიღებსო“, — იხსენებს რამი. მისი თქმით, ეს დამაიმედებელი სიტყვები სოციალური ქსელით სინათლის სისწრაფით გავრცელდა. „ერთმანეთს ვამხნევებდით, სანამ ადგილები არის, წავიდეთ–თქო. „ფეისბუქში“ ჯგუფები იქმნებოდა, სადაც ლტოლვილები ევროპაში ერთობლივ გაქცევაზე თანხმდებოდნენ, გადამყვანების კონტაქტებს ცვლიდნენ და შეხვედრას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ნიშნავდნენ. ლტოლვილებს შორის მხოლოდ სირიელები არ იყვნენ — ერაყელებიც შემოგვიერთდნენ, ავღანელებიც, სომალელებიცა და ეთიოპელებიც“, — ამბობს რამი. 

გამოკითხვა: ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის მიზეზები - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის მიზეზები
 

სირიელებმა ძლივს–ძლივობით მიაღწიეს გერმანიამდე, მაგრამ მალე გაირკვა, რომ იქ პირობები სულაც არ არის ისეთი ფანტასტიური, როგორზეც ლტოლვილები ოცნებობდნენ. „მიუნჰენის ახლოს დაგვასახლეს. ვაგონებში ოც–ოცი კაცი ვცხოვრობდით, ნორმალურად გვკვებავდნენ, მაგრამ ბანაკში საერთოდ არანაირი საქმე არ იყო. არც გასვლა შეიძლებოდა სადმე. უბრალოდ ველოდებოდით, რომ საბუთები  შეემოწმებინათ და რაიმე გადაწყვეტილება მიეღოთ“. როგორც ახალგაზრდა სირიელი ყვება, უსაქმურობისგან არაბები ავღანელებს ან კავკასიელებს ეჩხუბებოდნენ, ურთიერთობებს არკვევდნენ ან არალეგალური ვაჭრობით მიღებულ შემოსავალს იყოფდნენ. უმცირესი კამათი „პოლიტიკაზე“ მასობრივ ჩხუბში იზრდებოდა: სირიელები პალესტინელებს ეჯახებოდნენ, ალეპოელი ლტოლვილები კი რაკელ ლტოლვილებს. 

რამის კიდევ უფრო გაუცრუვდა იმედი, როცა შეიტყო, რომ ბანაკში 9 თვე მოუწევდა ცხოვრება. 

„მთელი ეს თვეები გერმანულში უნდა მემეცადინა, არადა ეს ძალიან რთული ენაა. ამის მერე ბინადრობის უფლებას მოგვცემდნენ და მუშაობის დაწყებასაც შევძლებდით, მაგრამ სამსახურის პოვნა ჭირს. გერმანიაში ცხოვრება ძალიან ძვირია“, — ჩივის ყოფილი ლტოლვილი. 

პარიზისა და ბრიუსელის შემდეგ ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა

ბოლო წვეთად იქცა პარიზის ტერაქტები და პოლიციის სპეცოპერაცია პარიზსა და ბრიუსელში, როდესაც ტერაქტებში მონაწილეებს აკავებდნენ. „ვიგრძენი, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება მუსლიმების მიმართ  ევროპაში. ლტოლვილთა ერთი ბანაკი გადაწვეს, ჩვენი ბანაკის მაცხოვრებლებს სკინჰედები ესხმოდნენ თავს. ადგილობრივები უხეშად გვეპყრობოდნენ… ბოლოს, როგორც იქნა, სირიიდან კარგი ახალი ამბები წამოვიდა ამა თუ იმ ქალაქის გათავისუფლების შესახებ. ჩვენი სოფელიც გაათავისუფლეს და თანამემამულეებისგან შევიტყე, რომ ჩემი მეზობლები უკან ბრუნდებოდნენ“, — ამბობს რამი. 

ჩვენი სამხედროები ტერორისტებზე ნადირობას განაგრძობენ – ობამა დაიშთან ბრძოლაზე - Sputnik საქართველო
ჩვენი სამხედროები ტერორისტებზე ნადირობას განაგრძობენ – ობამა დაიშთან ბრძოლაზე

ამის შემდეგ ახალგაზრდა სირიელს სამშობლოში დაბრუნების იდეა დაებადა. ბედის ირონიით, იგივე „ფეისბუქის“ დახმარებით, ოთხკაციანი ჯგუფი  შეკრა.

გასაკვირია, მაგრამ ლტოლვილები სირიაში იგივე გზით დაბრუნდნენ, რომლითაც გერმანიაში გაემგზავრნენ. „ყველგან ევროპისკენ მიმავალ ლტოლვილთა ჯგუფებს ვაწყდებოდით. როცა ვეუბნებოდით, უკან ვბრუნდებითო, როგორც გიჟებს, ისე გვიყურებდნენ“, — გამოტყდა რამი. 

საბერძნეთში გერმანიიდან დაბრუნებული ლტოლვილები ცარიელ თურქულ ნავში ჩასხდნენ, საიდანაც მენავემ ის იყო, ევროპისკენ მიმავლები გადმოსცალა. „თურქ მენავეს ისე გაუკვირდა, როცა გაიგო, უკან ვბრუნდებოდით, რომ საფასურად კაპიკები გამოგვართვა, უკან მაინც ცარიელი უნდა წავსულიყავიო“, — იცინის სირიელი. 

მალე ლიბანში აღმოჩნდნენ. „გზაში არსად შეგვხვედრიან მესაზღვრეები. საოცარია, მაგრამ არცერთი „გასაძვრომი“ არ არის დაცული“, — უკვირს რამის. 

ახლა ის საკუთარ სოფელში დაბრუნების შანსს ელოდება. „იმ ადგილებიდან კარგი ამბები მოდის. სირიის არმიამ ჯერ ალეპოს მოხსნა ბლოკადა, მერე „ქვეირისის“ აეროპორტს. ალეპოს გარშემო ბევრი სოფელი გაათავისუფლეს. ასე რომ, ვფიქრობ, იქ მალე კვლავ დაბრუნდება მშვიდობა“, — ეიმედება ახალგაზრდა სირიელს. 

სირიელი სამშობლოში იმისთვის დაბრუნდა, რომ მძიმე წუთებში მასთან იყოს

ჯერ ძნელია იმის თქმა, რამდენად მასიური იქნება უკან დაბრუნება. როგორც ჩანს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები თავად სირიაში. რამისა და მისი მეგობრების მსგავსად, სხვებმაც დაიწყეს დაბრუნება.

„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტმა 50 წლის იუსეფ ისსა გაიცნო. მას 24 წელი ეცხოვრა ბელგიაში, იქაური მოქალაქეა, მაგრამ ახლა სირიაში ჩავიდა. 

„ბევრი სირიელი ოცნებობს ევროპაში, იგივე ბელგიაში მოხვედრაზე. მაგრამ მე იქ მიგრაციულ რაიონში, მოლენბეკში გამოკეტილი აღმოვჩნდი. ეს უზარმაზარი ტერიტორიაა ბრიუსელთან ახლოს, სადაც მხოლოდ მიგრანტები ცხოვრობენ — არაბები, აფრიკელები, უკრაინელები, რუსები. იჯარა იაფია, გადასახადებს არ ვიხდით, პოლიცია ჩვენთან არ მოდის — ცხოვრება შეიძლება“, — ყვება იუსეფ ისსა. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: ტერორიზმს ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს

მოლენბეკში მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ საიდანაც წავიდა, ისევ იქ მოხვდა — ახლო აღმოსავლეთში. „ქალები ჰიჯაბებით დადიან, რაიონში 15 მეჩეთია. თუ მეჩეთში არ წახვალ, აუცილებლად შეგეკითხებიან, რატომ არ დადიხარო. მოლენბეკში ისლამიზმი და რადიკალიზმი ყვავის. შემთხვევითი არ იყო, რომ პარიზის ტერაქტის ორგანიზატორები ამ რაიონიდან იყვნენ. მოკლედ, რასაც სირიიდან გავექეცი, ბელგიაში იმას გადავაწყნდი. ესაა, სამშობლოს შეგრძნება არ მქონდა“, —  იხსენებს სირიელი. 

„ამ რაიონის მიღმა არავის არაფერში ვჭირდებით — ბევრმა ბელგიურიც კი არ იცის. და რაში სჭირდებათ, თუკი მთელი ცხოვრება მხოლოდ არაბულად შეუძლიათ ილაპარაკონ? საკუთარ მაღაზიაში კომუნიკატორებს ვყიდდი, ინტერნეტი გამყავდა — მიგრანტებს შორის ეს მომსახურება მოთხოვნით სარგებლობს, ვინაიდან ხშირად რეკავენ სამშობლოში. ბელგიელები ასე ბევრს არ რეკავენ, ჩემი კომუნიკატორები არაფერში სჭირდებოდათ, თანაც იჯარაც ძვირი იყო და ამიტომ მოლენბეკის იქით მაღაზიის გახსნა არ შემეძლო“, — დაიჩივლა იუსეფმა.

ბოლოს  მან მაღაზია გაყიდა, სირიაში დაბრუნდა და ძროხების ფერმა მოაწყო. „მეშინოდა დაბრუნებისა, მაგრამ სამშობლოსთვის რთულ წუთებში, სჯობს, მასთან ვიყო“, — თქვა მან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0