„Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Populus–მა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ისთვის ჩაატარა, აშშ–ისა და ევროპის გამოკითხული მოსახლეობის 33% მიიჩნევს, რომ მიგრაციული კრიზისის მთავარი მიზეზი ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარე საფრთხეა.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რა არის ევროპაში ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის მთავარი მიზეზი, ამერიკელი რესპონდენტების 32%–მა უპასუხა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა ნაკადის ძირითადი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარე საფრთხეა.
გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Populus–მა 2015 წლის 25 სექტემბერი–15 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში 8000 რესპონდენტი მონაწილეობდა – ერთი ათასი თითოეულ ქვეყანაში – დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, პოლონეთში. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკის, გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენს. ცდომილება თითოეულ ქვეყანაში +/- 3,1%–ია, მონაცემების სანდოობა – 95%.