გაერო: მიგრანტთა „დემონიზება“ საჭირო არ არის

© photo: Sputnik / Сергей Строителев / გადასვლა მედიაბანკშიახლოაღმოსავლელი მიგრანტები ბოდრუმში
ახლოაღმოსავლელი მიგრანტები ბოდრუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმგვარი გამონათქვამების გამოყენებამ, რომლებიც ლტოლვილებს „ადემონიზებენ“, შესაძლოა ქსენოფობია და შიში განავითაროს, — მიაჩნია გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის პრესმდივან მელისა ფლემინგს.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის აპარატი საზოგადოებას მოუწოდებს, არ გაადემონიზონ ლტოლვილები პარიზის ტერაქტების შემდეგ, —  განაცხადა გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის პრესმდივანმა მელისა ფლემინგმა. 

მიგრანტთა მხარდასაჭერი მიტინგი კანადაში - Sputnik საქართველო
იოჰანეს ჰანი: ტერორიზმისა და მიგრაციული პრობლემების აღრევა არ შეიძლება

„ჩვენ გვაშფოთებს რიგი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, შეწყვიტონ ლტოლვილთა მიღების პროგრამა… ჩენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ იმგვარი გამონათქვამებით, რომლებიც ლტოლვილების დემონიზებას ახდენს. ეს სახიფათი ტენდენციაა, რომელმაც შეიძლება ქსენოფობიისა და შიშის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს“, — თქვა მან. 

მედიის ინფორმაციით, ამერიკის 50–დან 22 შტატის გუბერნატორმა სამშაბათს უარი განაცხადა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე მას შემდეგ, რაც პარიზში ტერაქტები მოხდა. 


ყველა ახალი ამბავი
0