იოჰანეს ჰანი: ტერორიზმისა და მიგრაციული პრობლემების აღრევა არ შეიძლება

გამოწერა
პარიზში მომხდარი ტერორისტული შეტევები თავდასხმაა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ მის ხალხზე, ასევე ევროპასა და ცხოვრების ევროპულ წესზე, — განაცხადა ევროკომისარმა მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ევროპული მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ევროპის მიგრაციული კრიზისისა და ტერორიზმის ერთმანეთში აღრევა. 

„ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ იქ მცხოვრებ ადამიანებზე, ასევე ევროპაზე, ცხოვრების ევროპულ წესზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტერაქტი ჩვენს ამჟამინდელ მიგრაციულ პრობლემასთან არ უნდა ავურიოთ. ეს ორი სხვადასხვა საკითხია“, — განუცხადა ჰანმა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყების წინ.

მან აღნიშნა, რომ „ამ ორი ასპექტის აღრევა უკვე დაიწყეს“.

„უნდა გადაწყდეს ერთი საკითხი და გამბედავები და მტკიცენი უნდა ვიყოთ, როდესაც საუბარი ცხოვრების ევროპული წესის დაცვას ეხება“, — განაცხადა ჰანმა. 

პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელმაც 132 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0