ჩვენი სამხედროები ტერორისტებზე ნადირობას განაგრძობენ – ობამა დაიშთან ბრძოლაზე

გამოწერა

აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თანამემამულეებს ტელევიზიით მიმართა და მან ოთხ ძირითად ნაბიჯზე ისაუბრა, რომლესაც ქვეყნის მთავრობა მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში გადადგამს.

ერისადმი მიმართვისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ–ის სამხედროები განაგრძობენ ტერორისტებზე ნადირობას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ეს აუცილებელია, და პირველ რიგში, არ შეწყვეტენ ავიაშეტევებს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე სირიასა და ერაყში.

მეორე ნაბიჯი წარმოადგენს სირიისა და ერაყის შეიარაღებული ძალების აქტიურ მხარდაჭერას.

"ჩვენ განვაგრძობთ ერაყისა და სირიის დაიშთან მებრძოლი ათობით ათასიანი ძალების წვრთნას და მომარაგებას,რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. ორივე ქვეყანაში ჩვენ გამოვყოფთ სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებიც შეტევის დაჩქარებას უზრუნველყოფენ", – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ამერიკელებისადმი ტელემიმართვისას თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო დაიშის წინააღმდეგ საბრძოლველად სახმელეთო ძალებს არ გააგზავნის
 მესამე ნაბიჯი – ეს არის ვაშინგტონის თანამშრომლობის გაგრძელება ბოევიკებთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ მოკავშირეებთან. ობამამ განაცხადა, რომ ქვეყანა თურქეთთან ერთად ატარებს სამუშაოს, რომელიც სირია–თურქეთის საზღვრის გადაკეტვის საშუალებას მისცემს, და კეთდება ყველაფერი, რომ აღიკვეთოს ბოევიკების სირიაში გადასვლის არხები და შეწყდეს მათი დაფინანსება.

მეოთხე ნაბიჯი, მისი თქმით, უნდა იყოს სირიაში კრიზისის გადაჭრის პოლიტიკური მეთოდი, რაც ტერორისტებთან ბრძოლაში გაერთიანების საშუალებას მისცემს ყველა ქვეყანას.

"ამერიკის ხელმძღვანელობით საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო ცეცხლის შეწყვეტისა და სირიის ომის პოლიტიკური მეთოდით გადაჭრის პროცესებზე მუშაობა. ეს სირიელ ხალხს და ყველა ქვეყანას, ჩვენი მოკავშირეებისა და რუსეთის ჩათლით, ერთი მიზნისკენ სწრაფვის საშუალებას მოგვცემს – დაიშის განადგურებისკენ – დაჯგუფების, რომელიც ყველა ჩვენგანს ემუქრება", – დაამატა ობამამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ არ უნდა ჩაერთოს ერაყსა და სირიაში ახალ მასშტაბურ ომში, ვინაიდან ეს ის არის, რაც დაიშის ტერორისტებს სურთ. შეიარაღებული კონფლიქტი, მისი თქმით, ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილს გამოიწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0