რუსეთის ტურისტული კომპანიები თურქეთის საგზურების გაყიდვას წყვეტენ

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიანტალია, იახტების მისადგომი
ანტალია, იახტების მისადგომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაახლოებით ერთი თვის წინ სინის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეგვიპტეში რუსეთიდან ფრენების შეწყვეტა მოჰყვა, რამაც მილიარდობით ზარალი ანახა არა მარტო ავიაკომპანიებს, არამედ ტურისტულ დარგს მთლიანად.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ტუროპერატორები არ დაელოდნენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ თურქეთში ფრენების აკრძალვას და წინდაწინ შეაჩერეს თურქეთის საგზურების გაყიდვა. 

სამშაბათს სირიაში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ–24 ჩამოაგდეს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი თურქულმა F-16–მა „ჰაერი–ჰაერის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდო სირიის ტერიტორიაზე თურქეთთან საზღვრიდან ოთხ კილომეტრში. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთაგან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. 

დაახლოებით ერთი თვის წინ სინის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეგვიპტეში რუსეთიდან ფრენების შეწყვეტა მოჰყვა, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი ანახა არა მარტო ავიაკომპანიებს, არამედ ტურისტულ დარგს მთლიანად. 

ჯერ ადრეა მსჯელობა იმაზე, თუ რა რაოდენობის ზარალს მოუტანს ტურისტულ ბიზნესს თურქეთთან შექმნილი ვითარება. ახლა ჯერ თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას ითვლიან, ვინაიდან პარლამენტარები თურქეთთან მარტო ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის გაუქმებას კი არ მოითხოვენ, არამედ იქიდან რუსი ტურისტების სასწრაფო ევაკუაციასაც. 

პუტინმა რუსულ სუ–24–ზე თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეტევას ზურგში დარტყმა უწოდა - Sputnik საქართველო
პუტინმა რუსულ სუ–24–ზე თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეტევას "ზურგში დარტყმა" უწოდა

თამაში დასწრებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ სამშაბათს რუსეთის მოსახლეობას ურჩია, უარი თქვან თურქეთში მოგზაურობაზე. მოგვიანებით „როსტურიზმმა“ ტუროპერატორებს მიუთითა, შეეწყვიტათ ამ ქვეყანაში საგზურების გაყიდვა. 

თუმცა, ისე რომ ამ მითითებას არ დალოდებია, თურქეთში საგზურების გაყიდვა პირველმა შეაჩერა უმსხვილესმა ტუროპერატორმა „ნატალი ტურსმა“. 

ეგვიპტის „დაკეტვის“ შემდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში მოქალაქეები აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს იმის შესახებ, თუ რა ხერხებით შეიძლებოდა ჩაღწევა ფარაონების სამშობლომდე.  „იანდექსის“ საძიებელ სისტემაში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ფრაზად იქცა „როგორ მოვხვდეთ ეგვიპტეში შემოვლითი გზებით“. 

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა ტუროპერატორების მიერ მესამე ქვეყნების გავლით ეგვიპტის საგზურების გაყიდვის გამო, ხოლო „როსტურიზმმა“ უმკაცრესად გააფრთხილა ტუროპერატორები,  შეეწყვიტათ ამგვარი საგზურების რეალიზაცია. 

ტუროპერატორ TEZ tour–ის ქოლცენტრში განაცხადეს, რომ თურქეთის საგზურების გაყიდვა დღეიდან შეწყდა. 

კომპანია „ინტურისტში“ განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობამ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებინა თურქეთის საგზურების გაყიდვა. 

„ხელმძღვანელობისგან ოფიციალური წერილი მივიღეთ — დღესვე, ახლავე, 19:40 საათიდან  შევაჩეროთ საგზურების გაყიდვები, თანაც ყველა ტურზე. ჩვენ ვერ დავჯავშნით მოგზაურობას ვერც Coraltravel–ით, ვერც Annex tour–ითა და ვერც „პეგასით“. უკეთეს დროს ველოდებით“, — თქვა კომპანიის წარმომადგენელმა. 

სტამბოლი - Sputnik საქართველო
ანკარა: თვითმფრინავის ინციდენტი რუსეთთან ენერგეტიკაში ურთიერთობებზე არ აისახება

ცუდი სეზონი

ახლა თურქეთში რუსი ტურისტები ცოტანი არიან — ქვეყანაში „მკვდარი სეზონია“, — ამბობს კომპანია „პეგასუს ტურისტიკის“ გენერალური დირექტორი ანა პოდგორნაია. თურქეთში ახლა ის ტურისტები ისვენებენ,  ვინც ეგვიპტეში გაფრენა ვერ მოახერხა. „ტურისტები თურქეთში  გადავამისამართეთ, რომ რაღაცნაირად მაინც მოეხერხებინათ დასვენება. ახლა თურქეთში დაბალი სეზონია და ტურისტები იქ არ ჩადიან“, — თქვა მან. 

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის წინასწარი შეფასებით, ახლა თურქეთში შესაძლოა რუსეთის 10 ათასამდე მოქალაქე ისვენებდეს. 

„თურქეთი უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში რუსეთისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო. ჯერ იქ ცოტა ტურისტია რუსეთიდან. ექსპერტული შეფასებებით, ახლა იქ დაახლოებით 10 ათასი ადამიანია რუსეთიდან. ჯერჯერობით მიმართულების ჩა კეტვა კრიტიკული არ არის, მაგრამ რა იქნება შემდეგში, არ ვიცით“, — განაცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრესმდივანმა ირინა ტიურინამ. 

„როსტურიზმი“ ამ ეტაპზე ტუროპერატორებისგან თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობაზე ინფორმაციას აგროვებს და უახლოს მომავალში გამოაქვეყნებს მონაცემებს.

მოქალაქეეებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ საგზურები, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერ მოასწრეს მათით სარგებლობა, უფლება აქვთ უარი თქვან ტურზე ან მოითხოვონ მისი პირობების შეცვლა — სასამართლოს წესითაც კი. „როსტურიზმი“ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორთან ხელშეკრულება მოგზაურობაში წასვლამდე გაუქმდა, ტურისტს უკან დაუბრუნდება გადახდილი სრული თანხა, ხოლო თუ წასვლის შემდეგ — უკან დასაბრუნებელ თანხას გამოაკლდება იმ დღეების საფასური, რომლებით სარგებლობაც მოასწრო ტურისტმა. 

სააგენტოს ტუროპერატორების სოციალური პასუხისმგებლობის იმედი აქვს და მოუწოდებს მათ, სასამართლოს გარეშე მოაგვარონ ყველა ფინანსური დავა. 

პენტაგონი - Sputnik საქართველო
აშშ მიიჩნევს, რომ რუსული სუ-24 სირიის თავზე ჩამოაგდეს

დასაშვები დანაკარგები 

რუსეთი თურქეთში ტურისტული ნაკადის სიდიდით მეორე წყაროა (ტურისტების საერთო მოცულობის 12%) გერმანიის შემდეგ (დაახლოებით 15%).  2014 წელს თურქეთს რუსეთის დაახლოებით 4,5 მლნ მოქალაქე სტუმრობდა, 2015 წელს მათი რაოდენობა კრიზისის გამო 20%–ით შემცირდა. 

ტურიზმის ფედერალური სააგენტო პირველი რიგის ამოცანად თურქეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას მიიჩნევს და არა იმის ანალიზს, რამდენს იზარალებენ ტურისტული ბიზნესი და ავიაგადამზიდავები.   

ეგვიპტეში ფრენების აკრძალვამ, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ტუროპერატორებს 1,7 მლრდ რუბლი, ხოლო ავიაკომპანიებს 8-9 მლრდ რუბლი აზარალა. ტუროპერატორებმა უკვე მიმართეს დახმარებისთვის რუსეთის მთავრობას. 

„მთავრობას აქვს რეზერვები რთული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, თუ რაიმე სახის ფინანსური დახმარების გაწევა გახდა აუცილებელი“, — თქვა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტატაიანა ნესტერენკომ. 

Лавров приравнял теракт на борту Airbus А321 к нападению на Россию - Sputnik საქართველო
რუსეთი თავის მოქალაქეებს არ ურჩევს თურქეთში ჩასვლას. ლავროვმა ვიზიტი გადადო

ავიაციაში ყველაფერი მშვიდადაა

ამასობაში რუსეთის ავიაკომპანიები განაგრძობენ ფრენებს თურქეთის ქალაქებში, რასაც გადამზიდავთა განრიგების ჩანაწერები, აეროპორტების ტაბლოები და თავად ავიაკომპანიების განცხადებებიც ადასტურებს. 

„ვნუკოვოს“ ონლაინტაბლოების მონაცემების თანახმად, 25 ნოემბრის 4:55 საათზე უნდა განხორციელდეს Turkish airlines–ის რეიზი ანტალიაში, ხოლო 5:30 საათზე კი — სტამბოლში. აეროპორტ „შერემეტიევოს“ საიტზე მონიშნულია „აეროფლოტის“ რეისი სტამბულში 21:45 საათზე სამშაბათს და რამდენიმე რეისი ოთხშაბათს. აეროპორტ „დომოდედოვოს“ ონლაინტაბლოს“ მიხედვით კი ანტალიაში 3:40 საათზე „ურალის ა ვიახაზები“, 5:00 საათზე Azur air, ხოლო 5:00 საათზე ავიაკომპანია „იამალის“ კუთვნილი თვითმფრინავი გაფრინდება. 

„ამ მომენტისთვის როსავიაციისგან არანაირი რეკომენდაცია არ მიგვიღია. თუ მივიღებთ — შევასრულებთ. ამ დროისათვის თურქეთის ქალაქებში ფრენების პროგრამის შემოდგომა–ზამთრის  განრიგი პრაქტიკულად დასრულებულია“, — განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ Azur air–ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„როსავიაციის“ ოფიციალური წარმომადგენელი ვითარებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. 


ყველა ახალი ამბავი
0