თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ტერორიზმის მზარდი საფრთხე თურქეთისაგან არანაკლებია ეგვიპტეზე, ამიტომ რუსეთის მოქალაქეებისათვის არ არის რეკომენდირებული უახლოეს ხანებში თურქეთში ვიზიტი.
„მეორე რასაც დღეს ხაზი უნდა გავუსვათ, არის ის, რომ იზრდება ტერორისტული საფრთხეები თურქეთის ტერიტორიიდან და ეს დღეს მომხდარ შემთხვევასთან კავშირის არ ეხება. თურქეთის ტერიტორიაზე გროვდება ტერორისტული გამოვლინებების კრიტიკული მასა. ჩვენი შეფასებით, არანაკლები საფრთხის შემცველი, ვიდრე ეგვიპტეში“, — განაცხადა ლავროვმა.
„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვურჩევთ ჩვენს მოქალაქეებს ამ ეტაპზე ტურისტული ან რაიმე სხვა მიზნებით ეწვიონ თურქეთს“, —აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსულ Су-24-თან მომხდარი ინციდენტის გამო, მან გადადო ვიზიტი თურქეთში.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არ შეიძლება არ შეეხოს რუსულ-თურქულ ურთიერთობებს. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაიდოს შეხვედრა რომელიც ხვალ სტამბულში იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ე.წ. სტრატეგიული დაგეგმარების ერთობლივი საბჭოს ფარგლებში“, — განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
სამშაბათს, რუსულმა თვითმფრინავმა Су-24 სირიაში ავიაკატასტროფა განიცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითფრინავი ჩამოგდებულ იქნა „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტით თურქული თვითმფრინავიდან F-16 და სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში.