აშშ მიიჩნევს, რომ რუსული სუ-24 სირიის თავზე ჩამოაგდეს

გამოწერა
აშშ ემხრობა პოზიციას, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი თურქულმა გამანადგურებელმა სირიის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო, რაზეც თვითმფრინავის სითბური კვალი მეტყველებს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. აშშ მიიჩნევს, რომ რუსული სუ-24  სირიის საჰაერო სივრცეში მას შემდეგჩამოაგდეს, რაც ის მცირე ხნით თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

როგორც სააგენტოს ამერიკელმა ანონიმმა ჩინოსანმა განუცხადა, ეს მოსაზრება „თვითმფრინავის აღმოჩენილ სითბურ კვალს“ ეფუძნება.

რუსული თვითმფრინავი სუ-24  სირიაში სამშაბათს ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ  თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ჰაერში, თურქეთის ტერიტორიიდან 1 კილომეტრში, ექვსიათას მეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც მასზე იერიში მიიტანეს. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან  „ზურგში დარტყმა“ უწოდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სუ-24-ს თურქეთის საზღვრები არ გადაუკვეთია და ამას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მონაცემები ადასტურებს. თურქეთი ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.

Авиатехники на аэродроме в Сирии проверили Су-34 и Су-24M перед вылетом - Sputnik საქართველო
თურქულმა საჰაერო ძალებმა რუსული Су-24 ჩამოაგდეს. პუტინი „ზურგში დარტყმაზე“ ალაპარაკდა

მანამდე პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა, რომ კოალიციამ, რომელიც ერაყსა და სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედებს, დააფიქსირა, როგორ აფრთხილებდნენ თურქი პილოტები მოგვიანებით ჩამოგდებული სუ-24-ის ეკიპაჟს. 

„რაც შეეხება თურქების მხრიდან გაფრთხილებას, ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. კოალიციის ოპერატიულმა ცენტრმა გაფრთხლება მოისმინა“, — განაცხადა კუკმა.

პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მან არაფერი იცის რუსული თვითმფრინავის განგაშის სიგნალის შესახებ. 


ყველა ახალი ამბავი
0