თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. რუსული თვითმფრინავი Су-24 თურქულმა F-16-მა თურქეთის საზღვრიდან 1 კმ-ზე ჩამოაგდო სირიაში. თურქეთის პრემიერმა ახმეტ დავუდოგლუმ განაცხადა მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში პასუხის უფლებაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ — იმაზე, რომ ობიექტური კონტროლის მონაცემები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებენ: თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მომხდარა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინციდენტს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.
რუსული უწყების წინასწარი მონაცემებით, პილოტებმა მოახერხეს კატაპულტირება და მათი შემდგომი ბედი ზუსტდება.
თურქეთის ხელისუფლებამ ნატოსთან კონსულტაციები წამოიწყო და რუსეთის ელჩი გამოიძახეს. მეორეს მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თურქეთის სამხედრო ატაშე გამოიძახეს. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მოსკოვში „რა თქმა უნდა ყურადღებით გააანალიზებენ ყველაფერს, რაც მოხდა.
მოსკოვის რეაქცია: დარტყმა ზურგში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სამშაბათს მომხდარი „ცდება ტერორიზმთან ჩვეულებრივი ბრძოლის ფარგლებს“.
„დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია დარტყმასთან, რომელიც ზურგში მოგვაყენეს ტერორისტების ხელშემწყობებმა. მე სხვანაირი კვალიფიკაცია არ შემიძლია მივცე იმას რაც მოხდა… და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ, ამერიკელ პარტნიორებთან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ჰაერში ინციდენტების თავიდან აცილების შესახებ. თურქეთი როგორც ცნობილია იმათ რიგებშია, ვინც განაცხადა, იმაზე, რომ თითქოსდა ამერიკული კოალიციის შემადგენლობაშიო ებრძვის ტერორიზმს“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან განაცხადა, რომ Су —24 ჩამოაგდეს სირიის ტერიტორიაზე რაკეტით „ჰაერი-ჰაერი“ თურქული თვითმფრინავიდან F-16 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე, თურქეთის ტერიტორიიდან ერთ კილომეტრში, ხოლო დაეცა სირიის ტერიტორიაზე საზღვრიდან ოთხ კილომეტრში.
„ობიექტური კონტროლის მონაცემთა ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მომხდარა“, — განაცხადეს რუსეთის სამხედრო უწყებაში.
პრეზიდენტის თქმით, ჩამოგდებული თვითმფრინავი ოპერაციას ატარებდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩრდილოეთ ლატაკიის მთებში, „სადაც თავმოყრილი არიან ბოევიკები, ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან წასულები“. „ამ აზრით ისინი ასრულებდნენ თავიანთ პირდაპირ ამოცანას — პრევენციულ დარტყმებს ტერორისტებზე რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერ დროს დაბრუნებულიყვნენ რუსეთში. ეს ის ხალხია, ვინც პირდაპირ საერთაშორისო ტერორისტებად უნდა ჩაითვალონ”, — თქვა პუტინმა.
„ამ ტრაგიკულ მოვლენას, სერიოზული შედეგები ექნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისათვის. ჩვენი თურქეთის მიმარ დამოკიდებულება იყო არა მხოლოდ ახლო მეზობლური, არამედ მეგობრული. არ ვიცი ვის დასჭირდა იმის გაკეთება რაც დზრეს მოხდა, ყოველ შემთხვევაში არა ჩვენ. იმის ნაცვლკად, რომ სასწრაფოდ დაემყარებინათ ჩვენთან აუცილებელი კონტაქტი, რამდენადაც ვიცი თურქულმა მხარემ თავის პარტნოირებს მიმართა ნატოში, ამ საკიტხის განსახილველად, თითქოს ჩვენ ჩამოვაგდეთ მათი თვითმფრინავი და არა მათ ჩვენი“, — თქვა პუტინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში „დიდი ხანია დააფიქსირეს ის ფაქტი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები შედის მიტაცებული ტერიტორიებიდან — აქედან ბანდფორმირებათა დიდი ფულადი პოლიტიკა“.
„ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით გავაანალიზებთ ყველაფერს რაც მოხდა“, — დაასკვნა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ Су-24-ის დაღუპვასთან დაკავშირებით, თურქეთის სამხედრო ატაშე გამოიძახეს.
თურქეთი კონსულტაციებს მართავს ნატოსთან.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავუტოგლუმ გენერალური შტაბის და საგარეო უწყების მეთაურებთან სირიის საზღვართან სიტუაცია განიხილა. მისი განკარგულებით თურქეთის საგარეო უწყება აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს ნატოში, გაეროში და ინციდენტით დაინტერესებულ ქვეყნებში. თურქეთის ხელისუფლებამ ასევე გამოიძახა რუსეთის ელჩი ანკარაში.
დავუტოგლუმ განაცხადა, რომ თურქეთს აქვს პასუხის უფლება, მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში. მისი თქმით, თურქეთი გააკეთებს „ყველაფერს, რაც აუცილებელია“, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
ნატო უკვე სამშაბათს, სირიაში რუსეთის თვითმფრინავთან მომხდარი ინციდენტის გამო, იწვევს ჩრდიულოატლანტიკური საბჭოს სხდომას ელჩების დონეზე, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ალიანსის წარმომადგენელმა აცნობა.
„ინციდენტს რუსულ თვითმფრინავთან, შეუძლია გაართულოს ტერორიზმთან ბრძოლის ვითარება სირიაში, განაცხადა გაეროს განყოფილების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟენევაში ახმად ფაზუიმ. „მე ვიცი, რომ რუსულ თვითფრინავს, რომელიც მედიის ინფორმაციით თურქეთმა ჩამოაგდო, შეუძლია გაართულოს სიტუაცია“, — თქვა ფაზუიმ.
მან ახსენა, რომ გაეროს უშუშროების საბჭომ ტერორიზმტან ბრძოლის რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ასეთი ბრძოლა უნდა ხორციელდებოდეს ადამიანის უფლებათა ნორმების დაცვით და ეფუძნებოდეს კანონსა და ადამიანის უფლებათა დაცვას.
ევროკომისია აკვირდება რუსულ გამანადგურებელთან დაკავშირებულ ინციდენტს სირიაშიდა ცდილობს ფაქტების დადგენას, განაცხადა მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ვინტერშტაინმა. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი „ძალიან სერიოზულია“, ლონდონი სასწრაფოდ გაარკვევს მის დეტალებს, განუცხადა РИА Новости-ს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.