თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებში შედეგები მოჰყვება

გამოწერა
თვითმფრინავი სუ–24 ჰაერში, თურქეთის ტერიტორიიდან 1 კილომეტრში, ექვსი ათას მეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც მასზე იერიში მიიტანეს, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. რუსულ თვითმფრინავ სუ–24–თან დაკავშირებულ ტრაგედიას, რომელიც თურქეთის საჰაერო სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს, მოსკოვისა და ანკარის ურთიერთობებისთვის სერიოზული შედეგები ექნება, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

რუსული სუ–24 სირიაში ჩამოვარდა. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სუ–24 მხოლოდ სირიის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, რაც ობიექტურმა საკონტროლო საშუალებებმა დააფიქსირა. 

„[თვითმფრინავი] სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ჰაერში, თურქეთის ტერიტორიიდან 1 კილომეტრში, ექვსი ათას მეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც მასზე იერიში მიიტანეს“, –განაცხადა პუტინმა იორდანიის მეფე აბდულა II–სთან შეხვედრაზე.

ნატოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
ნატო თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით ექსტრემალურ თათბირს იწვევს

„ამ ტრაგიკულ მოვლენას რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებში სერიოზული შედეგები ექნება. ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდით არა მხოლოდ როგორც ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა ის, რაც დღეს მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არა“, — განაცხადა მან.

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან აუცილებელი კონტაქტი დაუყოვნებლივ დაამყარონ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ საკითხის განსახილველად თურქულმა მხარემ პარტნიორებს მიმართა ნატოში, თითქოს ჩვენ ჩამოვაგდეთ მათი თვითმფრინავი და არა მათ — ჩვენი“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.


ყველა ახალი ამბავი
0