რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმე პუტინმა სოჭში იორდანიის მეფესთან, აბდალ მეორესთან შეხვედრაზე სირიაში თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების რუსულ სუ–24–ზე შეტევას "ზურგში დარტყმა" უწოდა და აღნიშნა, რომ ინციდენტი რუსულ–თურქულ ურთიერთობებზე აისახება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამშაბათს მომხდარი "ტერორიზმთან ჩვეულებრივი ბრძოლის ფარგლებს სცდება".
"დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია დარტყმასთან, რომელიც ჩვენ ზურგში მოგვაყენეს ტერორისტების თანამზრახველებმა. იმას, რაც დღეს მოხდა, მე სხვა კვალიფიკაციას ვერ მივანიჭებ…", – ვა აცხადა პრეზიდენტმა იორდანიის მეფე აბდალ მეორესთან შეხვედრაზე.
მან განაცხადა, რომ სუ–24
სირიის ტერიტორიაზე რაკეტამ "воздух-воздух" ჩამოაგდო, რომელიც თურქულმა თვითმფრინავმა ფ–16 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე თურქეთის ტეროტორიიდან 1 კილომეტრშ ისროლა, ხოლო ჩამოვარდა სირიის ტერიტორიაზე საზღვრიდან 4 კილომეტრის დაშორებით.
პუტინმა დაამატა, რომ ინციდენტი სერიოზულად აისახება რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებზე.
"ეს ტრაგიკული მოვლება სერიოზულად აისახება რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებზე. ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდი არა როგორც უბრალოდ ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ იმის მაგივრად,
რომ "დაუყოვნებლივ დაემყარებინათ ჩვენთან აუცილებელი კონტაქტი, თურქულმა მხარემ ნატოში საკუთარ პარტნიორებს მიმართა ამ საკითხის განსახილველად, თითქოს ჩვენ ჩამოვაგდეთ მათი თვითმფრინავი, და არა მათ ჩვენი".
მან ასევე თქვა, რომ დიდი ხნის წინ დაფიქსირდა ფაქტი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე "ისის–ის" მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ნავთობი გადის.
რუსული თვითმფრინავი სუ–24 სირიაში 24 ნოემბერს ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ, სავარაუდოდ, ეს ხმელეთიდან დაცხრილვამ გამოიწვია. რუსული უწყების წინასწარი მონაცემებით, პილოტებმა შეძლეს კატაპულტირება. დგინდება თუ რა ბედი ეწიათ მათ.