რომან გოცირიძე: „მოვა დრო, როდესაც ქარული ბიზნესი უცხოეთში კაპიტალს გაიტანს“

© https://www.facebook.com/roman.gotsiridze?fref=tsრომან გოცირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი
რომან გოცირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ცნობადობა მხოლოდ ფორუმებით ვერ გაიზრდება და ამისათვის პოლიტიკური აქტიურობაა საჭირო. აუცილებელია, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფი სვლა, სარეკლამო –საიმიჯო საქმიანობა ტურიზმის მიმართულებით, ფესტივალების მოწყობა, თუნდაც მაგალითად ისეთის, როგორიცაა „კააზანტიპი“, ჯაზ–ფესტივალი და სხვა მუსიკალური ღონისძიებები.

თბილისი, 14 ოქტომბერი —Sputnik.საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმების შედეგებს უმოკლეს ვადებში არ უნდა ველოდოთ, — განაცხადა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.  

 „საქართველოში წელს რამდენიმე ძალიან სერიოზული ფორუმი ჩატარდა, მაგრამ ხდებოდა მათი მნიშვნელობის არასწორი ინტერპრეტაცია. მაგალითად, იგივე EBRD–ის შეკრების. რატომღაც ყველას ეგონა, რომ ამით ლარი გამყარდებოდა. EBRD–იც საკმაოდ წარმომადგენლობითი ფორუმი იყო, სადაც 4000–მდე სტუმარი ჩამოვიდა და ყველას ეგონდა, რომ ეს 4000 კაცი გავა ქუჩაში, დაახურდავებს დოლარებს და ლარით შეიძენს ნახევარი თბილისის საქონელს. და ამ, ასე ვთქვათ, ცრუ მოლოდინებს ქმნის არა მარტო გაუთვითცნობიერებელი მედია, არამედ ის ოფიციალური პირებიც, რომლებიც ცუდად ერკვევიან პიარის საკითხებში და ამით ერთგვარად აუბრალოებენ ამ ფორუმების მნიშვნელობას“,–აღნიშნა რომან გოცირიძემ.

თბილისი, სამება - Sputnik საქართველო
EBRD თბილისში ყოველწლიურ შეხვედრას ატარებს

 ექსპერტის თქმით, 15–16 ოქტომბერს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმიც არის ძალიან კარგი, ძალიან წარმომადგენლობითი, როგორც რაოდენობრივად, ასევე სტატუსის მქონე სტუმრების თვალსაზრისით და მასზე, შეიძლება საკმაოდ კარგად წარმოჩინდეს საქართველოს ეკონომიკური და, ზოგადად, საინვესტიციო პოტენციალი. ამავე დროს, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორუმი ჩინელებთან ერთად ჩატარდა.  

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა
 

 „საქართველოს წინა ხელისუფლებამ შეძლო, ქვეყანა მრავალსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ არაბულ ბაზრებზე გაეყვანა. საქარველოში გაჩნდა ინვესტიციები არაბეთის ქვეყნებიდან და ეს იყო სერიოზული გარღვევა. წინა ხელისუფლების დროს, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, იყო სერიუზული მუშაობა ჩინეთთანაც და დღეს ყველა ის  ჩინური პროექტი, რომელიც ხორციელდება, არის სწორედ ამ ქართულ –აზიური საგარეო –სავაჭრო პოლიტიკის ნაყოფი. კარგია, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც აგრძეელებს ამ მიმართულებით სვლას“,–განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 მისივე თქმით, ჩინეთი, როგორც ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო– ეკონომიკური პარტნიორი, საქართველოს ეკონომიკისათვის საკმაოდ კარგი სტიმულის მიმცემი იქნება რეალიზაციის ბაზრის თვალსაზრისით. ჩინელებისთვის კი საქართველო საინტერესოა, როგორც ინვესტირების პოლიგონი.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: „ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის სასარგებლო იქნება“
 

 ექსპერტის აზრით, თუ ასეთივე მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა ინდოეთისაკენ, რომელიც ჩინეთივით, ძალიან მზარდი, გიგანტური სახელმწიფოა, ეს იქნება სწორი სტრატეგია საქართველოს მხრიდან. აზიური მიმართულებისკენ გეზის აღება არის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ–ერთი ნიშანი. გარდა იმისა, რომ მასში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ევროპის, ამერიკისა და კიდევ სხვა ქვეყნების ინვესტორები.

 „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ევროკავშირის ბაზარია, ვინაიდან ჩვენ აქ გვაქვს დიდი შეღავათები და თვისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს დიდ პერსპექტივას. ნელ–ნელა ჩვენთვის უფრო მეტად ამერიკის ბაზარიც გაიხსხნება, თუმცა შეღავათები დღეს ამ მიმართულებითაც არის“,–თვლის რომან გოცორიძე

ბათუმი, პორტი - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2%-ით გაიზარდა

 „აქ არ არის საუბარი  მხოლოდ საქართველოში ინვესტიციებზე.  დადგება დრო, როცა ქართული ინვესტიციებიც გაჩნდება სადღაც უცხოეთში. დღეს ჩვენ ვყიდით საქონელს, ხვალ, შეიძლება, გავიტანოთ კაპიტალიც, ეკონომიკური ურთიერთობები ცალმხრივი არ უნდა იყოს და მოვა დრო, როდესაც პირველი ნაბიჯები იქითაც გადაიდგმება.  მთალიანობაში, ასეთი ფორუმების ორგანიზება მისასალმებელია და მათ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლიათ კარგი შედეგები მოუტანონ ქვეყანას“,–მიაჩნია ექპსერტს.

 რომან გოცირიძის თქმით, რა თქმა უნდა, ქვეყნის ცნობადობა მხოლოდ ფორუმებით ვერ გაიზრდება და ამისათვის პოლიტიკური აქტიურობაა საჭირო. დემოკრატიის განვითარება და პრობლემების არ არსებობაც მნიშვნელოვანია ამ კუთხით. აუცილებელია, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფი სვლა, სარეკლამო –საიმიჯო საქმიანობა ტურიზმის მიმართულებით, ფესტივალების მოწყობა, თუნდაც მაგალითად ისეთის, როგორიცაა „კააზანტიპი“,  ჯაზ–ფესტივალი და სხვა მუსიკალური ღონისძიებები, რაც საბოლოო ჯამში, უკვე ახალგაზრდა ტურისტების შემოსვლასაც შეუწყობს ხელს. ყოველივე ამასსთან ერთად კი, რა თქმა უნდა, საჭიროა ლიბერალური,  მიმზიდველი ეკონომიკური გარემო, დაბალი გადასახადები და სტაბიულური ფინანსური სისტემა, რადგაც ეს არის ინვესტიციის წახალისების ფორმა. 


ყველა ახალი ამბავი
0