თბილისი, 13 მაისი – Sputnik. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი 2015 წლის ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს–ფორუმს 14–15 მაისს თბილისში გამართავს. EBRD–ს განზრახული აქვს, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოწვევებზე საკუთარი პასუხების აქტივიზაციისათვის აქციონერებისგან მანდატი მოიპოვოს.
შეხვედრა გაიმართება გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, რაც EBRD–ის საქმიანობის რეგიონებში ცხოვრების დონის აწევისა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისათვის აუცილებელ ინვესტიციებს აკავებს.
EBRD–ის შეხვედაზე ეკონომისტები გამოაქვეყნებენ ახალ ეკონომიკურ პროგნოზებს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ცენტრალური და სამხრეთ–აღმოსავლეთი ევროპიდან კავკასიამდე, ცენტრალური აზიამდე და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილამდეა გადაჭიმული. ეკონომისტები დაგვანახებენ, რომ სხვადასხვა რეგონებში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე დაბრუნება მთლიანობაში მიუღწეველ ამოცანად რჩება, და რომ რუსეთის ეკონომიკური სისუსტე გავლენას ახდენს ამ ქვეყნის ფარგლებს მიღმა მდებარე სახელმწიფოებზეც.
EBRD–ის შეხვედაზე მისი 66 აქციონერის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონებისთვის საჭირო, უახლეს წლებზე გათვლილ სტრატეგიას, რა დროსაც იხელმძღვანელებენ იმ სამი ძირითადი პრიორიტეტით, რომლებიც მოწოდებულია გამოაცოცხლონ ქვეყნებში ბანკის ოპერაციებზე გადასვლა:
!-- —>· !-- —>გადასვლის გამყარება, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, მეტ სოციალურ შეკავშირებასა და ინტეგრაციას;
!-- —>· !-- —>ინვესტიციებისთვის მხარდაჭერით ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა, რომლებიც ამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ კავშირებს;
!-- —>· !-- —>ისეთი გლობალური და რეგიონული პობლემების გადაჭრა, როგორებიცაა კლიმატის ცვლა, რესურსების გამოლევა და კვების პროდუქციის უსაფრთხოება.
EBRD–ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი ყოველწლიურ თათბირზე წარმოადგენს მოხსენებას გასულ წელს EBRD–ის მიერ ჩატარებულ საქმიანობაზე. შარშან, მიუხედავად იმისა, რომ აქციონერები 2014 წლის ივლისში ინვესტიციების არქონას ვარაუდობდნენ, მოცემული მომენტისთვის რუსეთში ახალი პროექტები არ მტკიცდება. EBRD–მა გადაანაწილა რესურსები სხვა ქვეყნების გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ისეთების, როგორიცაა თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ასევე ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილი, სადაც ინვესტიციებმა 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
2014 წელს ინვესტიციების საერთო მოცულობა, რომელიც 2013 წელს 8.5. მილიარდ ევროს შეადგენდა, 8.9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
EBRD პირველად ატარებს ყოველწლიურ თათბირს კავკასიაში. საქართველო რეგიონში საუკეთესო რეფორმატორი გახლავთ და იმ 189 ქვეყანას შორის, რომლებიც მსოფლიო ბანკის მოხსენებაში Doing Business Survey იყვნენ გამოკვლეულნი, მე–15 ადგილი დაიკავა.
EBRD ძალიან აქტიური იყო საქართველოში. 2014 წელს ბანკის ინვესტიციები ქვეყანაში 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა. საერთო ჯამში ბანკმა ჩვენთან 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც უმსხვილესი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე ნებისმიერ იმ ქვეყანას შორის, სადაც EBRD ოპერაციებს ანხორციელებს.