წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2%-ით გაიზარდა

გამოწერა
ევროკავშირის ქვეყნების წილზე საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 31% მოდის. ასევე ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 34%.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik.  ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივლისის პერიოდში 1 მილიარდ 729 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

ამასთან, ექსპორტმა 340 მილიონი დოლარი სეადგინა, (0,4%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა — 1383 მილიონი დოლარი (3%-ით მეტი).

ევროკავშირის ქვეყნების წილზე საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 31% მოდის.  (2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 26% იყო). იმავე ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 34% (2014 წლის ანალოგიურ პერიოდში 32%).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივლისში 5 მილიარდ 573 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 14%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 


ყველა ახალი ამბავი
0