სარჩელი აერთიანებს: ოპოზიცია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დადგა

© photo: SputnikТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik.საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო ფუნქციის გატანას  გულისხმობს, ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების მიზეზი გახდა. 

 ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“   დეპუტატებმა ერთობლივი სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ. ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და დარწმუნებული არიან თავიანთ გამარჯვებაში. 

 პირველნი, სასამართლოში შესწორებების გასაჩივრების ინიციატივით „თავისუფალი დემოკრატები“ გამოვიდნენ. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მათ არ ეყოთ ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობა, რადგან ალასანიას პარტიას პარლამენტში სულ 6 მანდატი აქვს. სწორედ მაშინ მიეშველნენ მათ კოლეგები სააკაშვილის პარტიიდან. შედეგად მოხერხდა 30 ხელმოწერის შეგროვება, რაც დეპუტატთა საპარლამენტო სიის 1/5-ია.  

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

მომხრე და წინააღმდეგი

 საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო ფუნქციის გატანის წინააღმდეგი თავიდანვე იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მოითხოვდა ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნებას ეროვნული ბანკისათვის და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას. 

 სახელმწიფოს მეთაური არა ერთხელ შეეცადა შეწინააღმდეგებოდა შესწორებათა პაკეტის მიღებას. პრეზიდენტის ვეტოც კი იქნა გამოყენებული. მარგველაშვილი თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურიბაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებაზე. 

 მაგრამ უმრავლესობამ, რომელიც პარლამენტში კოალიცია  „ქართული ოცნების“ სახითაა წარმოდგენილი, 3 სექტემბერს უპრობლემოდ  შეძლო ვეტოს დაძლევა. უფრო მეტიც, დეპუტატებმა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინეს და არც ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეთანხმებოდნენ. ერთი კვირის შემდეგ, 11 სექტემბერს, მარგველაშვილმა ხელი მოაწერა შესწორებებს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვეტოს გადალახვა „პარლამენტის სერიოზული შეცდომა იყო“. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

ხელისუფლების იმედები

 ღია დაპირისპირება მმართველ გუნდსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის აქტიურ ფაზაში მას შემდეგ შევიდა, რაც გასული წლის ოქტომბერში ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო. 

 შესწორებათა პაკეტის ავტორი და ინიციატორი თამაზ მეჭიაური, ლარის გაუფასურების გამო,  არა ერთხელ გამოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიმართ ბრალდებებით. 

 მეჭიაურს არ შერცხვა რომ ქადაგიძისათვის ქვეყნისათვის საშიში კაცი ეწოდებინა, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში. ქადაგიძე კრიტიკის ობიექტად არა ერთხელ იქცა ხელისუფლების მხრიდანაც, რომელიც მას უმოქმედებაში სდებდა ბრალს. 

 პასუხად ქადაგიძემ განაცხადა, რომ ამ პროცესში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და მოუწოდა რიგი კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაციისაკენ, რათა ლარის კურსზე ზეწოლა შემოდგომაზე შემცირებულიყო.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ეროვნული ბანკის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ახალი სტრუქტურა უფლებამოსილებებს იღებს

 ახალი სტრუქტურა, რომელიც ბანკზე ზედამხედველობას განახორციელებს, მალე აქტიურ მუშაობას შეუდგება. უკვე ცნობილია კონკრეტულად ვინ გააკონტროლებს ბანკებს. საქართველოს  ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოში შევიდნენ ეფრემ ურუმაშვილი, ეკატერინე გალდავა, საშა ტერნესი, და ირაკლი კოვზანაძე. ურუმაშვილი ამ თანამდებობაზე ხუთი წლითაა არჩეული, ხოლო დანარჩენები — 7. საბჭოს წევრების  უმრავლესობა, თავის დროზე კოალიცია  „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებში მუშაობდა. ახალმა სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს ფინანსური სექტორის სტაბილურობას და ეფექტურობას ასევე სისტემური რისკების კონტროლს. რამდენად გამართლდება ხელისუფლების იმედები, რომელსაც ისინი ამ სრტუქტურაზე  ლარის კურსის სტაბილიზაციაში ამყარებენ, დრო უჩვენებს. 

 თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მიუხედავად უკმაყოფილებისა ახალი სტრუქტურის შექმნის თაობაზე, იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა, ეროვნული ბანკი და ფინანსური ზედამხედველობის ახალი სააგენტო კოორდინირებულად მუშაობას შეძლებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ეს აუცილებელია, რათა ვალუტის კურსის გამო მოსახლეობა დანაკარგებისაგან იყოს დაცული. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

მოლაპარაკება მოუწევთ

როგორც არ უნდა აკრიტიკებდნენ ერთმანეთს მთავრობა და ეროვნული ბანკი, საუბარი და მოლაპარაკება მაინც მოუწევთ, რადგან კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა — არ გამოვა. 

 სწორედ ამიტომ შეხვდნენ ორშაბათს, 21 სექტემბრის საღამოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე, მას შემდეგ, რაც კანონში შესწორებები მიიღო პარლამენტმა და ლარის კურსმა 2,4499 GEL/$1 — ნიშნულს მიაღწია. 

 ამჯერად შეხვედრამ ურთიერთბრალდებების გარეშე ჩაიარა. შეხვედრის დასასრულს ქადაგიძემ განაცხადა, რომ მისმა უწყებამ უფრო აგრესიული პოლიტიკა უნდა გაატაროს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისათვის. თუმცა როგორ შეძლებენ ლარის ვარდნის შეჩერებას, ამაზე ქადაგიძეს არ უსაუბრია. 

 შედეგად, სამშაბათს, 22 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, რის შედეგადაც ლარის კურსი 0,0413-ით შემცირდა და 2,4086 GEL/$1 შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0