10:11 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723

სიუჟეტები

  • გარდენიას შემოდგომა
    Last update: 15:45 03.04.2019
    15:45 03.04.2019

    მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის

    ქართული მედიასივრცე ძალიან მწირია ყვავილებისა და ზოგადად მებაღეობის შესახებ კვალიფიციური ინფორმაციით. რუბრიკაში „მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის“, კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, შემოგთავაზებთ სტატიებს ბაღების გაშენების პრინციპებზე, სხვადასხვა მცენარეებზე - ხეებზე, ბუჩქებსა და ყვავილებზე, მათი დარგვის, მოვლისა და გამრავლების წესებზე. ასევე ინფორმაციებს საქართველოსა და მსოფლიოს ბაღებზე, მათ შემქმნელებსა და იმ განსაკუთრებულ თვისებებზე რაც ამ ბაღებს სხვებისაგან გამოარჩევს. ბაღების გაშენებისა და მოვლის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik-საქართველოს” ვებგვერდზე.

  • ღამის ბათუმი
    Last update: 14:10 02.04.2019
    14:10 02.04.2019

    Check in Georgia: მსოფლიო ვარსკვლავები

    ერთ-ერთი მასშტაბური სამთავრობო პროექტი  Check in Georgia, რომელსაც საქართველოს მთავრობა საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს, ხელს უწყობს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას. პროექტ Check in Georgia-ს ბიუჯეტის უკეთესი მართვის უზრუნველსაყოფად მთავრობამ „ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო“ შექმნა. საბჭოს მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის სრულყოფა. პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში გაიმართა ეროს რამაზოტის და რობი უილიამსის, Maroon 5-ის, ხოსე კარერასის, ასევე ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების კონცერტები.  დაგეგმილი კონცერტების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik-საქართველოს“ ვებ–გვერდზე.


  • Last update: 13:44 02.04.2019
    13:44 02.04.2019

    მიწისძვრები საქართველოში

    საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა. საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი – 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით  „Sputnik-საქართველოს“ ვებ–გვერდზე.

     

     

  • ხანძარი
    Last update: 13:35 02.04.2019
    13:35 02.04.2019

    დიდი ხანძრები საქართველოში

    2017 წლის ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.  ვითარებას მთაგორიანი რელიეფი და ქარი ართულებდა. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარებოდნენ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. ამასთან,  საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობენ სტიქიური უბედურებების აღკვეთის, ამისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფისა და მათზე რეაგირების საკითხებში, კერძოდ, როგორიცაა ტყის ხანძრები, წყალდიდობები, საძიებო-სამაშველო მისიები. საქართველოსთვის ასევე ხელმისაწვდომია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის სტიქიური უბედურებების რისკების მართვის ინსტრუმენტები. დიდი ხანძრებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით  „Sputnik-საქართველოს“ ვებ–გვერდზე.

  • ბათუმი
    Last update: 13:10 02.04.2019
    13:10 02.04.2019

    ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში

    აჭარის დედაქალაქში წელიწადის ნებისმიერი დრო ლამაზია.  იმისთვის, რომ დაგეგმოთ უქმეები ან  ბათუმში მოგზაურობა,  მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს მეტეოროლოგიური ცენტრის საშუალებით შესაძლებელია დღის, კვირის, თვის  ამინდის ზუსტი პროგნოზის გაგება. ბათუმში ამინდის შესახებ პროგნოზის ცოდნა განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის სეზონზეა, როდესაც აჭარას მრავალი ტურისტი სტუმრობს.  ინფორმაცია ბათუმში ამინდის შესახებ - წვიმა, ატმოსფერული წნევა, ნესტიანობის დონე და ქარის სიძლიერე გაეცანით  „Sputnik-საქართველოს“ ვებ–გვერდზე.

     

  • აწარმოე საქართველოში
    Last update: 12:57 02.04.2019
    12:57 02.04.2019

    სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

    სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იგივე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „აწარმოე საქართველოში“  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სააგენტოა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერით არის დაკავებული. პროგრამის ფუნქციონირების დაწყებიდან მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორებში შეიქმნა 14 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და 870 მილიონი ლარის ღირებულების 5 333 ბიზნეს-პროექტი დაფინანსდა.   „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გერდზე.

     

  • Last update: 22:55 01.04.2019
    22:55 01.04.2019

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

    საქართველოს პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი აირჩევა ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ, პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით. იგი უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს და ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სათავეში ირაკლი კობახიძე უდგას.  კობახიძის  საზოგადოების სხვადასხვა ფენის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან  გამართული შეხვედრების, უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ ინფორმაციების,  ინიციატივების შესახებ  ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

  • თბილისი
    Last update: 22:29 01.04.2019
    22:29 01.04.2019

    საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები

    საქართველოში არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ–პოლიტიკურ ცხოვრებაში.  იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და რეალურად მოახერხოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა, პირველ ეტაპზე,  საჭიროა მესამე სექტორის როლის და გავლენის განსაზღვრა საზოგადოებაში.  საქართველოში  მკვეთრად გაიზარდა არასამთავრობო სექტორის გავლენა საზოგადოებრივ ვითარებაზე.  საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და ინიციატივების შესახებ ინფორმაციებს, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურების, ადამიანის უფლებების, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების გამჭვირვალობის შესახებ წარმოდგენილ ანგარიშებსა და შეფასებებს გაეცანით  „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

  • თბილისი
    Last update: 22:06 01.04.2019
    22:06 01.04.2019

    საქართველო კორუფციის წინააღმდეგ

    კორუფცია დემოკრატიას ასუსტებს, რაც წარმოშობს მანკიერ წრეს, რომელშიც კორუფცია არყევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სუსტ დემოკრატიულ ინსტიტუტებს კი, თავის მხრივ, კორუფციაზე კონტროლის ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. კორუფციის თვალსაზრისით მთავარ პრობლემას წარმადგენს   ნეპოტიზმი, ბიუჯეტის არამიზნობრივი, პირადი მიზნებისთვის ხარჯვა და მექრთამეობა. საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International) ადგენს, პოზიციები გაიუმჯობესა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე განთავსდა. საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტი კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლაა. რა ვითარებაა ქვეყანაში კორუფციის კუთხით, ამასთან დაკავშირებით ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებგვერდზე.  

  • Last update: 21:41 01.04.2019
    21:41 01.04.2019

    საქართველოს ბიზნეს–გარემო

    ბიზნეს–გარემო წარმოადგნეს სოცილურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს, რომელიც  განსაზღვარავს  ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. ბოლო  წლების განმავლობაში  საქართველოში ბიზნეს–გარემო მნიშვნელოვნად  გაუმჯობესდა და ბიზნესის კეთება ქვეყანაში  შედარებით გამარტივებულია.

    ბიზნესის წარმოების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში Doing Business-2019 საქართველოს მეექვსე ადგილი უკავია.  მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და საგადასახადო შეღავათების დახმარებით ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა  საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ქართული ბიზნესის, ქვეყანაში გამართული ფორუმებისა და საინვესტიციო  გარემოს შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებგვერდზე.  


  • დავით სარალიძე
    Last update: 21:15 01.04.2019
    21:15 01.04.2019

    მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები

    16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავდმყოფოში დაიღუპა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმის ახალ დეტალებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებგვერდზე.  

  • ზვიად გამსახურდია
    Last update: 20:53 01.04.2019
    20:53 01.04.2019

    როგორ გარდაიცვალა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია?: საქმის ახალი დეტალები 2018

    ზვიად გამსახურდია პირველი პრეზიდენტი სამოქალაქო დაპირისპირება სოფელი ხიბულა ჩეჩნეთი 31 მარტის რეფერენდუმი

  • ტყუპები
    Last update: 20:33 01.04.2019
    20:33 01.04.2019

    დემოგრაფიული ვითარება საქართველოში

     საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის ბავშვი 1961 წელს დაიბადა - 104 ათასი. შობადობის მნიშვნელოვანი შემცირება საქართველოში 1992 წლიდან დაიწყო. 2005 წელს საქართველოში მხოლოდ 46 ათასი ბავშვი დაიბადა. ბოლო წლებში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის მოსახლეობა 1992 წელს დაფიქსირდა - 5 მილიონი 467 ათასი ადამიანი. 2002 წლიდან საქართველოს მოსახლეობამ შემცირება დაიწყო და დღეისათვის ის 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს. დემოგრაფიის თვალაზრისით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო–ზემო სვანეთში. საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებგვერდზე.  

     

  • პასპორტი
    Last update: 17:41 28.03.2019
    17:41 28.03.2019

    საქართველოს პასპორტი

    საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის ახალი  კვლევის „2019 წლის პასპორტების ინდექსი“ მონაცემების თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მსოფლიოს 199 პასპორტს შორის, 49-ე ადგილზე განთავსდა. ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ.  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ უფრო მეტი უცხოელი ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში ქართული პასპორტის გაცემის წესების გამკაცრების შესახებ დაიწყეს საუბარი. საქართველოს პასპორტის აღების პროცედურებისა და სხვა დაგეგმილი სიახლეების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე. 






  • ჰუჯაბი
    Last update: 17:28 28.03.2019
    17:28 28.03.2019

    ქვათა მატიანე

    საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის ქვეყანაა, რაზეც მიანიშნებს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. საქართველოს ისტორია ძალზე მდიდარია, არქეოლოგები ამ დრომდე პოულობენ საინტერესო არტეფაქტებს, რომელიც ამას ადასტურებენ. საქართველოს ხელისუფლება  აქტიურად ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიაზე თუ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლებისა და  ისტორიული რაიონების აღდგენა-რესტავრაციას.  დღემდე შემონახული უძველესი ტაძრებისა თუ არტეფაქტების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე. 

     

  • Last update: 16:59 28.03.2019
    16:59 28.03.2019

    თანამედროვე ტექნოლოგიები

    თანამედროვე ტექნოლოგიების როლი მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია, დღითიდღე იზრდება მისი განვითარების ტემპები და საჭიროება. ტექნოლოგიური წინსვლა ყოველთვის დადებითი მოვლენაა იმ შემთხვევაში თუ იგი დედამიწას არ უქმნის საფრთხეს და საერთოდ როცა სიკეთეს ემსახურება. მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის ტენდენციები გვიჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის გაფართოება. ტექნოლოგიებმა დიდი ხანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში შემოაბიჯა და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა, კოსმოსური სიჩქარითაც ვითარდება და ლამის ყოველდღიურად გასაოცარი სიახლეების მოწმენი ვხდებით.თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

  • სამოქალაქო პანაშვიდი აშშ-ის საელჩოსთან
    Last update: 16:40 28.03.2019
    16:40 28.03.2019

    სმიტების ოჯახის მკვლელობა

    2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. მკვლელობაში 19 წლის მწყემს მალხაზ  კობაურს ედება ბრალი, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა.  გამოძიების ვერსიით, მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ კობაურმა ოთხი წლის ბავშვი მოკლა. მან ბავშვს ჯერ მარჯვენა მხარსა და ბარძაყში ესროლა, შემდეგ მიბჯენით თავში. შემდეგ კობაურმა გააუპატიურა ლორა სმიტი და წყალში გაგუდა.  მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე. 

  • ძალადობა
    Last update: 16:27 28.03.2019
    16:27 28.03.2019

    ადამანის უფლებები საქართველოში

    საქართველოში ადამიანის უფლებები ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის დონეზეა დაცული. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. საქართველოს მთავრობის მეთაურის მამუკა ბახტაძის განცხადებით,  საქართველოში დანაშაულთან ბრძოლა არასდროს წარიმართება ადამიანის უფლებების დაცვის ხარჯზე. ხელისუფლება ბავშვთა, ქალთა, სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობების  უფლებების დასაცავად არაერთ რეფორმას ახორციელებს. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე. 

  • სვანეთი
    Last update: 16:00 28.03.2019
    16:00 28.03.2019

    საქართველოს რეგიონები

    საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის რეგიონების განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. საქართველოს მთავრობა რეგიონებში, როგორიცაა აჭარა, გურია, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ა.შ.,  ცდილობს ტურიზმი განავითაროს, რისთვისაც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს.  ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა, რომლის მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი. საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე. 

  • კინოფირი
    Last update: 15:22 28.03.2019
    15:22 28.03.2019

    ქართული კინო

    ქართული კინო მსოფლიო ასპარეზზე გარკვეულ, საპატიო ადგილს იკავებს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ხელს უწყობს ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებას.  თანამედროვე ქართული კინოფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობენ. „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს იბრძოდა  ზაზა ხალვაშის „ნამე“,  გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი", მარიამ ხაჭვანის „დედე", ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი" და გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი". ქართული კინემატოგრაფის ლეგენდების, თანამედროვე მსახიობების, რეჟისორებისა და სცენარისტების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.