01:44 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
თემები
სიუჟეტები

სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში

ქართული სამეფო გვარის წარმომადგენელმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და მისმა ქალიშვილმა ანამ ყოფილი სიძისა და მეუღლის,  დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს  და მას საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონო გამოყენებაში დასდეს ბრალი. დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე 2009 წელს დაქორწინდა. სამეფო ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ქართველმა მონარქისტებმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ეყოლა ვაჟი გიორგი. თუმცა ქორწინება ხანმოკლე გამოდგა - 2013 წელს სამეფო ოჯახმა განქორწინების შესახებ განაცხადა. სამეფო ოჯახის სკანდალის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.