ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჩვენება მისცა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა კი ქვეყანა დატოვა

გამოწერა
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ბატონიშვილმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა მეუღლემ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ პოლიციას მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ქვეყანა დატოვა, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ბატონიშვილის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

საქართველოს სამეფო ოჯახში სკანდალი მძაფრდება>>>

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილი მეუღლე, ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მათი საერთო შვილის თვალწინ ჩადენილ ძალადობაში დაადანაშაულა. ხუთშაბათს ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გამოძიებას ჩვენება მეორედ მისცა, იგი პოლიციის სამმართველოში პირველად  სამშაბათს გამოცხადდა.

„ბატონ დავითს არაფრის შეშინებია. მან დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ დატოვა ქვეყანა“, – განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე 2009 წელს დაქორწინდა. სამეფო ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა და ქართველმა მონარქისტებმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ეყოლა ვაჟი გიორგი. თუმცა, ქორწინება ხანმოკლე გამოდგა – 2013 წელს სამეფო ოჯახმა განქორწინების შესახებ განაცხადა.

სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო
„სამეფო სახლის“ წარმომადგენლები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

განქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ ანას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 2014 წლის 9 მაისს, როდესაც ანამ დავითს ვაჟიშვილი მიუყვანა, იგი მეუღლემ შვილის თვალწინ სცემა და ორი დღის განმავლობაში უფლებას არ აძლევდა სახლი დაეტოვებინა.

ბაგრატიონ-გრუზინსკის ერთ-ერთი ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, ინციდენტი მოხდა საგურამოში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახლში. იმ დროს სამეფო წყვილი უკვე განქორწინებული იყო, მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, ანა პარასკევს, შაბათს და კვირას საგურამოში მიემგზავრებოდა. ბავშვთან ურთიერთობის განრიგი მათ წინასაწარ ჰქონდათ შეთანხმებული.

ანას დაცვის მხარემ ასევე გაავრცელა 2014 წლის 20 მაისს ჩატარებული ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ანას ჰქონდა დაზიანებული მუხლი, სხეულსა და სახეზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. ყველა ტრავმა ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

„სამეფო თამაშები ბაგრატიონთა კარზე" – ქართველი მეფეების შთამომავლები სასამართლოში მიდიან>>>

2019 წლის მარტში მასმედიაში ექსპერტიზის შედეგების გავრცელების შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით. ანამ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.

„მოწინააღმდეგე მხარე სრულიად ბინძური ფორმით იყენებს პატარა გიორგის. ამბობენ (ადვოკატები - რედ.), რომ ამ ძალადობას ბავშვი შეესწრო, მაგრამ ესეც სიცრუეა, ისევე, როგორც ძალადობა. ისაუბრეს ასევე თავისუფლების აღკვეთაზეც, რაც არის აბსოლუტურად სიცრუე. ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. ეს ქალბატონი (ანა - რედ.) შვიდი საათი აძლევდა ჩვენებას და, როგორც იტყვიან, კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან. ბატონ დავითს არაფრის შეშინებია. მან დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ დატოვა ქვეყანა", – განაცხადა ჩხეიძემ.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას არ მისცემს.

სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო
საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები: მუხრანელ ბაგრატიონთა მცირე ისტორია

„ვერავინ ნახავს, თუ როგორც შედის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის პოლიციის სამმართველოში. მსგავსი რამ არ იქნება. თუ მას დაიბარებენ დაკითხვაზე, ჩვენ ამას შევაფასებთ როგორც პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან", – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

სკანდალი ყოფილ ნათესავებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ანამ და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ უკვე ყოფილ ნათესავს საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონო გამოყენებაში დასდეს ბრალი. საპასუხოდ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ეჭვქვეშ დააყენა ანას სამეფო წარმომავლობა და განაცხადა, რომ მისი გვარი სიხარულიძეა.

მამა და მისი ქალიშვილი სასამართლოს გზით ცდილობენ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აუკრძალონ ორდენების გადაცემა საქართველოს სამეფო სახლის სახელით, რომლის ხელმძღვანელია ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ყველა ახალი ამბავი
0