ქართველი მეფეების შთამომავლები ანა ბაგრატიონ–გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ–მუხრანელი საზოგადოებრი ყურადღების ცენტრში მეორედ აღმოჩნდნენ.
პირველად ეს 2009 წელს მოხდა, როდესაც დავითი ანაზე დაქორწინდა. მაშინ სამეფო ქორწინებას ისტორიული მოვლენა უწოდეს. თუმცა, დავითისა და ანას ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა – სამეფო წყვილი 2013 წელს განქორწინდნენ.
10 წლის შემდეგ ანა და დავითი - ხმაურიანი სასამართლო გარჩევა - საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ აღმოჩნდნენ. 42 წლის ანამ ყოფილი მეუღლე საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონო გამოყენებაში დაადანაშულა. ანა და მამამისი, ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკები დავით ბაგრატიონ–მუხრანელისთვის სამეფო ოჯახის სახელით ორდენების გაცემის უფლების ჩამორთმევას ცდილობენ. უფრო მეტიც, მამა–შვილმა დავითის სამეფო წარმომავლობა დააყენა ეჭვქვეშ.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჩვენება მისცა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა კი ქვეყანა დატოვა>>>
„სამეფო კარის თამაშების" კულმინაცია დავით ბაგრატიონ–მუხრანელის განცხადება გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ანას მამის გვარი ბაგრატიონ–გრუზინსკი კი არა, სიხარულიძეა. ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკიმ დნმ–ის ტესტი ჩაიტაროს, რომელიც გაარკვევს, იგი სამეფო გვარს ეკუთვნის თუ არა.
ცოტა ხნის წინ კი ანა ბაგრატიონ–გრუზინსკიმ პოლიციაში ჩვენება მისცა და ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მათი საერთო შვილის თვალწინ ჩადენილ ძალადობაში დაადანაშაულა.
ასეთი ვნებათაღელვა სოციალური ქსელის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
„თვითონაც რომ ფეიკია! სამეფო კარის ინტრიგები – ქართული კომიქსი", – წერს მომხმარებელი Nino Khuberashvili.
„ამდენი ხანი სიცრუეში გვაცხოვრებდნენ!!!" – წერს Tiko Mixanashvili.
„მე კი ნაპოლეონ ბონაპარტი ვარ!" – წერს Takeshi Kitano.
ვინ არის ნამდვილი სამეფო გვარის წარმომადგენელი? სოციალური ქსელის ზოგიერთმა წარმომადგენელმა საკუთარი ვერსიები გამოთქვა.
„ბევრი ქექვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ნამდვილი და ერთადერთი პრინცი ბუბა კიკაბიძეა..." – წერს Nunuka Kapanadze.
„რას დავობთ, ნამდვილი ბაგრატიონი აგერ ვარ, რა ვერ გაიგეთ!!! და ესპანეთის სამეფო გვარზეც მიღებული გახლავართ", – ამტკიცებს Giorgi Gio Gio Nozadze.
გამოჩნდა ისეთიც, ვინც ქართულ პოლიტიკასა და ინგლისის სამეფო ოჯახს შორის კავშირი იპოვა.
„საპატრიარქოს მიერ ჩატარებული დნმ ანალიზის თანახმად, პრინცი ჰარი უინძორი კია რა, ჯაფარიძეა (ზურაბ ჯაფარიძე – „ახალი პოლიტიკური ცენტრი–გირჩის" ლიდერი – რედ.)", – წერს Irakli Girchi Lekvinadze.
„გახსოვთ, 90–იანებში გადაცემა იყო "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა" ჩვენი ქვეყანა
„გახსოვთ, 90–იანებში რომ გადაცემა იყო „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა", ის გადაცემაა ჩვენი ქვეყანა", – წერს Levan Ashotia.