04:20 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
სიუჟეტები

ოლიმპიადა 1980

1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადა პირველი ოლიმპიური თამაშები იყო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.

საერთო ჯამში საბჭოთა სპორტსმენებმა 195 მედალი მოიპოვეს. აქედან 80 — ოქროს, 69 – ვერცხლისა და 46 ბრინჯაოსი. შედარებისთვის: საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გასული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენთა ანგარიშზე სულ 126 ჯილდო მოდიოდა (47–37–42 — შესაბამისად), ხოლო ბულგარეთისა, რომელიც მაშინ მესამე პოზიციაზე გავიდა — მხოლოდ 41 (8–16-17 – შესაბამისად).

საბჭოთა კავშირის 514 სპორტსმენს შორის 16 საქართველოდან იყო. მათ სულ 12 მედალი მიიღეს — სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ხუთიც ბრინჯაო.