ხელიდან წაგლეჯილი ოქრო: ვიქტორ სანეევის „ოლიმპიური“ თავგადასავალი

© photo: Sputnik / Valery Shustov / ფოტობანკში გადასვლავიქტორ სანეევი - მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი
ვიქტორ სანეევი - მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღშფოთებული ბრაზილიელი სპორტსმენი ხმამაღლა აპროტესტებდა მსაჯების გადაწყვეტილებას, ხმამაღლა ყვიროდა — „სანეევი გრანდ, პრიმა!“, მაგრამ მას არავინ უსმენდა…

სამგზის ოლიმპიური ოქროსმედალოსანი იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით, ცურვასა და ტანვარჯიშში, სადაც ერთსა და იმავე სპორტსმენს სხვადასხვა სახეობაში შეუძლია გამოსვლა. მაგრამ ზედიზედ სამჯერ ერთ სახეობაში გამარჯვებულები სულ რამდენიმეა, ხოლო სამხტომში — სულაც ერთადერთი და ისიც საქართველოს შვილი — ვიქტორ სანეევი.

მის ბოლო, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე მინდა გიამბოთ, რომელსაც თავად სანეევი ასე იხსენებს: 

„ჩემი არავის სჯეროდა – არც მწვრთნელს, არც კოლეგებს, არც სპორტის ჩინოვნიკებს, დავრჩი მარტო, მაგრამ ჩემთან იყო ღმერთი“.

მთავარი ის გახლდათ, რომ თავად ვიქტორს სჯეროდა სანეევის და ის მოსკოვში ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადის მოსაგებად და სპორტიდან ლამაზად წასასვლელად ჩავიდა. თუმცა იქ, ზემოთ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ოქრო მოკავშირე რესპუბლიკიდან ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლისთვის უნდა მიეცათ.

© photo: Sputnik / Sergey Guneev / ფოტობანკში გადასვლაოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ბელოვი ჩირაღდანს გადასცემს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ სანეევს (მარცხნივ)
ხელიდან წაგლეჯილი ოქრო: ვიქტორ სანეევის „ოლიმპიური“ თავგადასავალი - Sputnik საქართველო
ოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ბელოვი ჩირაღდანს გადასცემს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ სანეევს (მარცხნივ)

სანეევი საქართველოდან, სოხუმიდან კი იყო, მაგრამ ის ეროვნებით რუსი გახლდათ. ოლიმპიადა მასშტაბური ღონისძიებაა და ტელევიზიას პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მოსკოვში მოკავშირე რესპუბლიკების ტელეჟურნალისტები, რეჟისორები და ოპერატორებიც მუშაობდნენ. საბედნიეროდ, მათ რიცხვში მეც მოვხვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, აკადემიურ ნიჩბოსნობაზე გამამწესეს. ეს სახეობა დროში ერთ-ერთი ყველაზე გაწელილია და მეც, პრაქტიკულად, მთელ დროს „კრილატსკოეში“ ვატარებდი, რომელიც მოსკოვის ცენტრიდან ისევეა დაშორებული, როგორც ხაშური თბილისიდან. ერთადერთხელ მოვახერხე და ჩემს მოსკოველ შეფს ზოია კრასილნიკოვას ერთი დღით დავეთხოვე. ლუჟნიკებში სამმხტომელთა ფინალს რომ არ დავსწრებოდი, ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი.

სტადიონზე დაგვიანებით შესულმა კი გავიგე, რომ უუდმიაე უკვე გადახტა 17,35-ზე. ეს, უდავოდ, სერიოზული პრეტენზია იყო მედალზე. ბრაზილიელი მსოფლიოს რეკორდსმენი ჟოაო ოლივეირას პასუხი უფრო მოკრძალებულია – 17,22, მეორეზე ვიქტორია – 17,24. თუმცა ყველამ იცის, რომ იქ, სადაც სანეევი ასპარეზობს, ყველაფერი ბოლო ცდაზე წყდება.

© RIA Novosti . Валерий Шустовვიქტორ სანეევის უნიკალური ნახტომი
ხელიდან წაგლეჯილი ოქრო: ვიქტორ სანეევის „ოლიმპიური“ თავგადასავალი - Sputnik საქართველო
ვიქტორ სანეევის უნიკალური ნახტომი

ასე იყო აქამდე და ასე მოხდა ამჯერადაც. წარმოიდგინეთ, რეკორტანის წითელ ბილიკზე გამოდის ოდნავ წელში მოხრილი ვიქტორ სანეევი, ადამიანი, ვისზეც ლუჟნიკებზე შეკრებილი 80 000 გულშემატკივარი ლამის ლოცულობდა, ადამიანი, ვისი გამარჯვებაც ოლიმპიური და, გნებავთ, ადამიანური სამართლიანობის ზეიმი იქნებოდა და ადამიანი, ვინც ეს გამარჯვება უფრო მეტად დაიმსახურა, ვიდრე რომელიმე სულიერმა პლანეტაზე.

35 წლის ვიქტორი წელში გაიმართა, ერთი ზევით აიხედა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი საოცარი სიზუსტით გათვლილი გამორბენის შემდეგ ორი უმძლავრესი ნახტომი გააკეთა და მესამეთი სახტომი ორმოს იმ მონაკვეთთან ახლოს დაეშვა, სადაც დიდი შავი ციფრებით ეწერა 17,50…

ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა სტადიონზე. ფეხზე წამომდგარი 80 000 ადამიანი ხტოდა, ხელებს იქნევდა, ზოგი ყვიროდა, ზოგიც სიხარულით ტიროდა… მაშინ სტადიონზე მეც ერთი გულშემატკივარი ვიყავი. ალბათ სხვებივით შლეგივით ვიქცეოდი და ვხედავდი მხოლოდ სარბენ ბილიკზე ამაყად მდგარ სპორტსმენს, ვინც უკანასკნელი აზრი, გონი, ძალა და ილაჯი ჩააქსოვა ამ ნახტომში და ალბათ იმ წამებში ფიქრობდა, რომ სამართლიანობამ მაინც იზეიმა და ის გახდა მძლეოსნობის ისტორიაში მეორე, ვინც ოლიმპიური თამაშები ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.

ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო… თუმცა ეს გამოთქმა ალბათ უადგილოა, რადგან აქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. კაცი იდგა, იღიმოდა, აი, ვიღაცები კი მართლა ბჭობდნენ, დიდხანს და გულისგამაწვრილებლად, ათჯერ მაინც შემოურბინეს სახტომ ორმოს, შემდეგ ისევ დააცქერდნენ არეკნის წერტილს და წითელი ალამი ასწიეს. ცდა არ ჩაითვალა. უუდმიაემ თავი ხელებში ჩარგო და ახედვა არ უნდოდა. ბრაზილიელი ნაღდი სპორტსმენი გამოდგა, მან ყველაფერი დაინახა. მივარდა მსაჯებს და ხმამაღლა ყვიროდა — „სანეევი გრანდ, პრიმა!“, იქნევდა ხელებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ უსმენდა…

ოლიმპიადა-80 - Sputnik საქართველო
ქართველები ოლიმპიადა 80-ზე: თორმეტი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

გამარჯვებულის ვინაობა გადაწყდა არა სახტომ სექტორში, არამედ სადღაც სხვაგან. ვიქტორს ეს კარგად ესმოდა, აიღო ჩანთა და წელში მოხრილი უხმოდ დაიკარგა ტრიბუნებს ქვემოთ გვირაბში. დაჯილდოების ცერემონიაზე სახიდან ირონიულ-სარკასტული ღიმილი მხოლოდ მაშინ მოიცილა, როდესაც სირცხვილისგან შეცბუნებულმა ჩემპიონმა მორიდებით სთხოვა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. იქვე იყო ოლივეირაც, რომელმაც სანეევის მარჯვენა ზევით აღმართა და მთელ მსოფლიოს აუწყა მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ნამდვილი ჩემპიონის ვინაობა.

წლების შემდეგ, როდესაც ვიქტორს ვკითხე, რას ფიქრობდა უუდმიაზე, ასე მიპასუხა – იაშკა არაფერ შუაშია, ძალიან კარგი ბიჭია. ის ზედმეტი სანტიმეტრები კი სულ სხვების დამსახურებააო...

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური