https://sputnik-georgia.com/20241119/qartulma-kompaniam-bulgaretshi-saborne-gadazidvebi-daiwyo-291005969.html
ქართულმა კომპანიამ ბულგარეთში საბორნე-სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო
ქართულმა კომპანიამ ბულგარეთში საბორნე-სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო
Sputnik საქართველო
წაქაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ მგზავრთა გადაზიდვები წლის ბოლომდე დაიწყოს. 19.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-19T21:39+0400
2024-11-19T21:39+0400
2024-11-19T21:39+0400
საქართველო
ბულგარეთი
ოლიმპიადა 1980
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_f6d8a6d0a9973550269e2c89ee4b083e.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-მა ბულგარეთის პორტ „ვარნასთან" საბორნე-სარკინიგზო გადაზიდვა დაიწყო, განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა შალვა წაქაძემ.საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.წაქაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ მგზავრთა გადაზიდვები წლის ბოლომდე დაიწყოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მარშრუტზე შუა დერეფნის ტვირთების ტრანსპორტირება ხდება.„საქართველოს ნავსადგურიდან გემები არ დადიოდა. ტვირთს, რომელიც ჩინეთში ან რომელიმე სარკინიგზო სადგურზე ჩაიტვირთება, ევროპის უკიდურეს ტერიტორიამდე მოძრაობა შეუჩერებლად შეუძლია. შეგვიძლია, 41 ერთეული სტანდარტული ვაგონი გადავზიდოთ. თუ მხოლოდ ცისტერნებით დაიტვირთება, 51 ერთეულიც შეგვიძლია", - განაცხადა მან.გამოწვევებზე საუბრისას წაქაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა გაზრდილი ფასებია, რაც თავის დროზე საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.„გამოწვევების კასკადი არის, რომელიც უნდა გადალახო. რაც შეეხება ფასს. ეს იყო საკმაოდ დიდი გამოწვევა. ადამიანებსა და კომპანიებს მეხსიერებაში ძველი ფასები აქვთ ჩარჩენილი, რომელიც იაფი იყო. ახლიდან მოგვიწია ყველაფრის გადაანგარიშება. ახლანდელი ფასები ჯერ კიდევ აგვისტოში შევათანხმეთ. კორექტირებას არ ველოდებით, არც ზრდის და არც შემცირების კუთხით", - განაცხადა წაქაძემ.E60 Shipping Line არის ქართული წარმოშობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ დარგებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები, Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული მომსახურება.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_3ae6ea6c5c0774dbd20af21556010517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბულგარეთი , ოლიმპიადა 1980, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ბულგარეთი , ოლიმპიადა 1980, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ქართულმა კომპანიამ ბულგარეთში საბორნე-სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო
წაქაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ მგზავრთა გადაზიდვები წლის ბოლომდე დაიწყოს.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-მა ბულგარეთის პორტ „ვარნასთან" საბორნე-სარკინიგზო გადაზიდვა დაიწყო, განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა შალვა წაქაძემ.
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ბულგარეთს დიდი ხანია ვუმიზნებდით, უბრალოდ დიდი დრო იყო საჭირო. რატომ ვარნა? იმიტომ, რომ იქ ინფრასტრუქტურა აღჭურვილია, სადაც ვაგონს შეუძლია, ევროპისკენ გზა დაუბრკოლებლად გააგრძელოს. პირველი ვაგონები მიღებულია და გაგრძელდება. ძირითადი დატვირთვა სარკინიგზო ტვირთები იქნება", - განაცხადა წაქაძემ მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში.
წაქაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ მგზავრთა გადაზიდვები წლის ბოლომდე დაიწყოს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მარშრუტზე შუა დერეფნის ტვირთების ტრანსპორტირება ხდება.
„საქართველოს ნავსადგურიდან გემები არ დადიოდა. ტვირთს, რომელიც ჩინეთში ან რომელიმე სარკინიგზო სადგურზე ჩაიტვირთება, ევროპის უკიდურეს ტერიტორიამდე მოძრაობა შეუჩერებლად შეუძლია. შეგვიძლია, 41 ერთეული სტანდარტული ვაგონი გადავზიდოთ. თუ მხოლოდ ცისტერნებით დაიტვირთება, 51 ერთეულიც შეგვიძლია", - განაცხადა მან.
გამოწვევებზე საუბრისას წაქაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა გაზრდილი ფასებია, რაც თავის დროზე საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.
„გამოწვევების კასკადი არის, რომელიც უნდა გადალახო. რაც შეეხება ფასს. ეს იყო საკმაოდ დიდი გამოწვევა. ადამიანებსა და კომპანიებს მეხსიერებაში ძველი ფასები აქვთ ჩარჩენილი, რომელიც იაფი იყო. ახლიდან მოგვიწია ყველაფრის გადაანგარიშება. ახლანდელი ფასები ჯერ კიდევ აგვისტოში შევათანხმეთ. კორექტირებას არ ველოდებით, არც ზრდის და არც შემცირების კუთხით", - განაცხადა წაქაძემ.
E60 Shipping Line არის ქართული წარმოშობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ დარგებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები, Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული მომსახურება.