03:40 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თემები
სიუჟეტები

საკონსტიტუციო რეფორმა

 საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" მიერ არის შემუშავებული, ქვეყანაში ხმაურიანი კამათის საგნად იქცა.   საქართველოს კონსტიტუციის განახლებული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს გადასვლას მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. იკვეცება პრეზიდენტის და იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები. ასევე გათვალისწინებულია პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემის  - მხოლოდ პროპორციულის - დანერგვა. 

მოსალოდნელია, რომ კონსტიტუციის განახლებულ პროექტს 2017 წელს მიიღებენ, თუმცა ძალაში ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.