პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობა განაახლა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეცხრე მოწვევის პარლამენტი
მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს საგაზაფხულო სესიაზე ბევრი საქმე ექნებათ, რადგან წინ უამრავი რეფორმაა გასატარებელი

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, რომელზეც დეპუტატებმა ოთხშაბათისთვის დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილეს.

საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევამდე გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა მმართველი პარტია მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარში“ დაადანაშაულა

ამ სესიაზე პარლამენტს რამდენიმე კანონის მიღება მოუწევს, რომლებიც რეფორმების საფუძველი გახდება. კერძოდ, საუბარია სარეზერვო სამსახურის ახალი ფორმის დანერგვაზე, დაგროვებით პენსიაზე, შსს-ში გასატარებელ რეფორმებზე, კრიმინალთან დაკავშირებული რამდენიმე კანონის გამკაცრებაზე და ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კონსტიტუციის ახალ ცვლილებებს განიხილავს.

ამ სესიის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მიმართვა დეპუტატებისადმი. 2018 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0